იულიუსის კალენდრით:
1 ოქტ. 2024 წ.

ორშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
14 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!



სარჩევი

ლოცვა ვატოპედის ღმრთისმშობლის ხატისადმი „ნუგეში“ ანუ „მანუგეშებელი“

მეოხია, სნეულებათაგან განკურნებისა.

მანუგეშებელი

ტროპარი

დააცხრენ ვნებანი მრავალცოდვილისა სულისა ჩემისანი, რომელმანცა პირისაგან ქუეყანისა ყოველნი მწუხარებანი აღჴოცენ, რომელ კაცთა ვნებათა აოტებ და ცოდვილთა ჭმუნვასა განუქარვებ, რამეთუ შენ ხარ ყოველთა ტვირთ-მძიმეთა სიმტკიცჱ და სასოებაჲ, ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო.

ლოცვა

სასოებაო ყოველისა კიდეთა ქუეყანისათაო, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, ნუგეშინისმცემელო და ლხინებაო ჩვენო! ნუ უგულებელს-გვყოფ ჩვენ ცოდვილთა, რომელნი მოწყალებასა შენსა მინდობილ ვართ. ალი ცოდვათა ჩვენთაჲ დაშრიტე და სინანულითა აღაყუავილენ დაწრეტილნი გულნი ჩვენნი. ცოდვილთა ზრახვათაგან განწმინდენ გონებანი ჩვენნი, შეიწირენ სულთქმითნი ლოცვანი გულთა და სულთა ჩვენთანი. იქმენ შენ შუამდგომელ წინაშე ძისა და ღმრთისა შენისა და ჩვენ ზედა მოწევნული რისხვაჲ მისი დააცხრე დედობრივითა ლოცვითა შენითა, მართლმადიდებლობასა შინა განამტკიცენ და დანერგე ჩვენ შორის შიში ღმრთსაჲ, სული მოთმინებისა და სიყვარულისაჲ. ჴორციელთა და სულიერთა წყლულებათაგან განმკურნენ, მტრისა ზედამოსვლანი დააყუდენ, ტვირთი ცოდვათა ჩვენთაჲ აღიღე და ნუ დამიტევებ ვიდრე დღედ აღსასრულადმდე ჩვენისათა. მომანიჭე ჩვენ წყალობაჲ შენი და ყოვლადწმიდაჲ მადლი შენი. ყოველთა აქა მდგომარეთა და მლოცველთა თანა ეგე მარადის და ყოველთა შენდა მოლტოლვილთა შეწევნაჲ და მეოხებაჲ შენი აჩვენენ, რათა გადიდებდეთ და გაქებდეთ შენ ყოველნი, ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვადმდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო