იულიუსის კალენდრით:
10 ივნ. 2024 წ.

კვირა
გრიგოლის კალენდრით:
23 ივნ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სულთმოფენობას, აჭარაში წამებულ მამათა და დედათა,



სარჩევი

ლოცვა დედაკაცის ფეხმძიმობის ჟამს

ჵ, ყოვლად დიდებულო, დედაო ღმრთისაო, შემიწყალე მე მხევალი შენი, მოვედ შეწევნად ჩემდა ჟამსა სალმობათა და განსაცდელთა ჩემთასა, რომელთა შინა შობენ შვილთა თჳსთა საწყალობელნი ასულნი ევასნი. მოიჴსენე, ჵ, კურთხეულო დედათა შორის, თუ ვითარითა სიხარულითა და სიყუარულითა მსწრაფლ ვიდოდი მთად ქალაქად იუდეაჲსსა, მოკითხვად ნათესავისა შენისა ელისაბედისა ჟამსა მისისა მუცელქმნულობისასა და თუ ვითარი სასწაული-ჰყო მადლმოსილმან მოკითხვამან შენმან დედასა და ჩვილსა ზედა, და დაულევნელითა მოწყალებითა შენითა მომმადლე მე უმდაბლესსა მხევალსა შენსა მშვიდობით დახსნად მუცელქმნულობისაგან; მომმადლე წყალობაჲ ესე, რათა ჩჳლმან ესე, რომელი აწ წიაღთა ჩემთა იმყოფების, მოსრულმან გულისჴმის-ყოფასა, სახარულევანითა კრთომითა მსგავსად წმიდისა ჩვილისა იოანესა, თაყვანის-სცეს ღმრთაებრივსა მაცხოვარსა ჩვენსა უფალსა, რომელმან ჩვენ ცოდვილთა სიყუარულისა გამო არა მოიძაგა თჳთ ჩვილად ყოფაჲ. გამოუთქმელითა სიხარულითა, რომლითა აღივსო ქალწულებრივი გული შენი, ოდეს იხილე ახალშობილი ძე და უფალი შენი, დაატკბე ჭირნი ჩემნი, რომელნი მომელიან სალმობათა შინა ჟამსა შობისასა. ცხოვრებამან სოფლისამან შენით შობილმან, მხსნელმან ჩემმან მიხსნას მე სიკუდილისაგან, რომლითა მრავალნი დედანი მოისრებიან ჟამსა შობისასა და მიითვალოს ნაყოფი მუცლისა ჩემისა შორის რჩეულთა ღმრთისათა. ყოვლად წმიდაო, ზეციურო დედუფალო, შეისმინე მდაბალი ესე ლოცვაჲ ჩემი და გარდამოიხილე ჩემ გლახაკსა და ცოდვილსა ზედა მადლმოსილითა თუალითა შენითა; ნუ სირცხვილეულ ჰყოფ სასოებასა ჩემსა შენისა დიდისა მოწყალებისა გამო და დამიფარე მე. შემწეო ქრისტეანეთაო, განმკურვნელო სნეულებათაო, აწცა ღირს მყავ განცდად ჩემ ზედა, შენისა დედობრივისა მოწყალებისა, რათა მარადის ვადიდებდე მადლსა შენსა, რომელი არა სადა დააგდებს ლოცვასა გლახაკთასა და იხსნის ყოველთა, ჟამსა ჭირთა და სნეულებათა, შენდამი შევრდომილთა. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო