იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა პოჩაევოს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისადმი

მეოხია, ერესისა და სქმიზმისაგა დაცვისა;
უცხოტომელთა შემოსევისა;
სულიერი და ხორციელი სიბრმავის განსაკურნებლად;
ტყვეობისაგან დახსნისა.

პოჩაევოს ღმრთისმშობელი

ტროპარი, ჴმა 5

მლოცველნი წინაშე წმიდისა ხატისა შენისასა, დედუფალო, კურნებასა მოიღებენ, ჭეშმარიტისა სარწმუნოებისას ცნობასა მიემთხვევიან და განაგდებენ აგარიანთა ზედამოსვლათა. ეგრეთვე ყოველთა, შენდა მოლტოლვითათჳს ცოდვათა მოტევებაჲ ითხოვე, განანათლენ გულნი ჩვენნი ღმრთეებრივითა ზრახვითა, აღამაღლენ ლოცვანი ჩვენნი წინაშე ძისა შენისასა და აცხოვნენ სულნი ჩვენნი.

ლოცვა

შენდამი, ჵ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ლოცვითა მოვილტვით ცოდვილნი ესე, პოჩაევისა ლავრასა შინა აღსრულებულთა სასწაულთა შენთა მომჴსენებლნი და ცოდვათა ჩვენთა ზედა მტირალნი, უწყი, დედუფალო, უწყი, რამეთუ არა მაქვს ჩვენ ცოდვილთა კადნიერებაჲ დატევებულთა მართლისა მსაჯულისა მიერ უსჯულოებათა ჩვენთათჳს. განმრავლდეს ყოველნი განსაცდელნი ცხოვრებისა ჩვენისანი, - მწუხარებაჲ და სიგლახაკჱ და სნეულებაჲ, - ნაყოფნი დაცემისა ჩვენისანი, გარდამოვლენილნი ღმრთისა მიერ ჩვენ ზედა - განსწავლისა ჩვენთათჳს. მითვე ჭეშმარიტითა მშჯავრითა თჳსითა მოიხილოს უფალმან ცოდვათა მონათა თჳსთა რამეთუ მწუხარებათა ჩვენთა შინა მოვილტვით მეოხებისა შენისა მომართ, ყოვლადწმიდაო და მოწყალითა გულითა შენდა ვხმობთ ესრეთ: ნუ სადა მოიჴსენებ ცოდვათა და უშჯულოებათა ჩვენთა, სახიერო, არამედ ყოვლადპატიოსანისა ჴელისა შენისა განპყრობითა წარგვადგინე წინაშე ძისა და ღმრთისა შენისა, რათა ყოველნივე ქმნულნი ჩვენნი მოგვიტეოს ჩვენ და გარდასვლისათჳს მრავალთა აღთქმათა ჩვენთასა ნუ გარე მიიქცევ პირსა თჳსსა მონათა თჳსთაგან და მადლი თჳსი - ხსნისა ჩვენისა მიზეზი არა მოიღოს სულთა ჩვენთაგან. ჵ, დედუფალო, მეოხ მეყავ ცხორებისა ჩვენისათჳს და ნუ უგულებელს-მყოფ სულმოკლეობათა ჩვენთათჳს, მოხედენ სულთქმათა ჩვენთა, რომელთა მწუხარებათა და ჭირთა შინა მყოფნი აღვავლენთ წინაშე სასწაულმოქმედისა ხატისა შენისა, მოწყალებითა განანთლენ ზრახვანი გონებათა ჩვენთანი, სარწმუნოებასა შინა განმაძლიერენ, სასოებაჲ განმიმტკიცე, ტკბილსა ნაყოფსა სიყუარულისასა მოღებად ღირს მყვენ, რათა მადლითა და არა სნეულებითა და ჭირითა მაცხოვნნეს და სასოწარკვეთილებათაგან და მწუხარებათაგან გარეშეზღუდნეს სულნი ჩვენნი. მიჴსენ ჩვენ უძლურნი ყოველთა ჭირთაგან და კრულებათაგან კაცთასა, მოუთმენელთა სენთაგან, კეთილდღეობაჲ მიჰმადლე ერსა ქრისტეანეთასა შუამდგომელობითა შენითა, დედუფალო, განამტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოებაჲ შორის ერისა ჩვენისა და ყოველსა ქუეყანასა ზედა განარინე ყოვლისაგან დამცირებისა წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაჲ, მოძუღვრებანი წმიდათა მამათანი საუკუნითგან უკუნისამდე შეურყეველად დაიცვენ და წარმწყმედელისა უფსკრულისაგან მიჴსენ ყოველნი შენდა მოლტოლვილნი. ერესთაგან შეცთომილნი ძმანი ჩვენნი და წარმწყმედელთა ვნებათაგან მოწყლულნი ჭეშმარიტისა მაცხოვნებელისა სარწმუნოებისა მომართ მოიყვანენ, რათა აღიარებდენ შუამდგომელობასა შენსა და თაყუანის-ცემდენ სასწაულმოქმედსა ხატსა შენსა. ღირს მყვნენ ჩვენცა, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, მსგავსად აგარიანთა, რომელთა განმმარჯვებელად და განმანათლებლად გამოუჩნდი, რათა მადლობისა გულითა ანგელოსთა, წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და ყოველთა წმიდათა თანა განმადიდებელნი შენისა გულმოწყალებისანი, დიდებასა, პატივსა და თაყუანისცემასა აღვავლენთ წინაშე სამებით საგალობელისა ღმრთისა: მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

პოჩაევოს მთაზე, როდესაც ის სრულიად უდაბური იყო, ერთდროულად ორმა მეუდაბნოემ იხილა ღმრთისმშობელი. ყოვლადწმიდა ქალწული ქვაზე იდგა და მისი მარჯვენა ტერფი იქ სამუდამოდ აღიბეჭდა. 1559 წელს მიტროპოლიტმა ნეოფიტემ კონსტანტინეპოლიდან ჩამობრძანებული ხატი მამულის მფლობელს - ანა გოისკოს დაუტოვა. ხატი სასწაულებს აღასრულებდა და იგი პოჩაევოს მთის ბერებს გადასცეს. მათ კლდეზე ტაძარი აღმართეს და მონასტერი დაარსეს. ხატი მრავალ სნეულს განკურნავდა. 1675 წელს ხატის მიერ აღსრულებულმა სასწაულმა მონასტერი თურქთა შემოსევას გადარჩინა.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო