იულიუსის კალენდრით:
10 ივნ. 2024 წ.

კვირა
გრიგოლის კალენდრით:
23 ივნ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სულთმოფენობას, აჭარაში წამებულ მამათა და დედათა,



სარჩევი

ლოცვა ქრისტეს-მოყვარეთა ერთათვის

შენ შეგივრდებით და გევედრებით მარადის ყოვლითა გულითა ჩვენითა, ღმერთსა და მამასა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა, რათა მოწყალითა თვალითა მოიხილო ერსა ამას შენსა ზედა და სამკვიდრებელსა შენსა, რათა მოწყალე იქმნე ჩვენ ზედა, და ქვეყანასა ზედა ჩვენსა, რომელიცა ოხერ-იქმნა ცოდვათა ჩვენთაგან და წარტყვენულ ვიქმენით, და მონა მბრძოლთა ჩვენთა. მეუფეო, სათნო იყავ, რათა პირველივე განთავისუფლება მოგვმადლო, ვითარცა ძველ ოდესმე იაკობ სახე მიიღო რა მხოლოდშობილისა ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა. სათნო-ყოფითა და ნებითა შენითა წარმოიყვანე ყოვლით ნათესავით მისითურთ, და მიუძეღუ მას შენსა კეთილსა მას ქვეყანასა აღთქმისა. და ვითარცა იგინი განათავისუფლენ, და შეუნდუენ ცოდვანი მათნი, ეგრეთვე დააყენე ყოველივე რისხვაჲ ჩვენზედა მოსრული. მოიქეც გულისწყრომისაგან შენისა. მომაქციე ჩვენ ღმერთო, და საცხოვნებელისა ჩვენისა მცნებათა ქმნასა ღირსმყვენ ჩვენ და განგვაშორე რისხვაჲ შენი ჩვენგან, ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩვენ, და ნუცა განაგრძობ რისხავასა შენსა თესლითი თესლადმდე. ღმერთო შენ მომაქციენ ჩვენ, და მაცხოვნენ ჩვენ, და ერი შენი იხარებდეს შენდამი. მიჩვენე ჩვენ უფალო წყალობაჲ შენი, რათა ვისმინოთ შენმიერი მშვიდობაჲ და სიხარული. ჰე, უფალო, შეისმინე ჩვენ ცოდვილთა, და უჴმართა მონათა შენთა ჟამსა ამასა, და დაიფარე დიდებითა და მშვიდობითა ქუეყანაჲ ესე შენი. რამეთუ ძალისა და შეწევნისა შენისა მოსავ ვართ ჩვენ უღირსნი ესე, და ვსასოებთ, რათა მიმიძღვე ჩვენ წყალობისა და ჭეშმარიტებისა შენისა მიმართ. რამეთუ სხვა თჳნიერ შენსა არავინ უწყით, და სახელსა წმიდასა შენსა უწოდთ შემწედ ჩვენდა. ნუ განმაგდებ ჩვენ სრულიად, არამედ აღჰსდეგ და აღემართე შენ შეწევნად ცოდვილთა და მდაბალთა მონათა შენთათჳს, ვითარცა ძვირ-უჴსენებელ ხარ, და შემნანებელ სიბოროტისა ჩვენისა, მოგვაქციენ წარტყვენისაგან ჩვენისა და დააყენე ღელვაჲ ბოროტთა. გვიჴსენ ჩვენ ცოდვათა ჩვენთაგან, რათა განვისვენოთ ჩვენ ბოროტისაგან და გადიდებდეთ შენ მამასა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა, და მხოლოდშობილსა ძესა შენსა, და ყოვლად-წმიდასა სულსა შენსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო