იულიუსის კალენდრით:
27 სექ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
10 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვანი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საფარველის ხატის მიმართ

ღმრთისმშობლის საფარველი

ტროპარი, ჴმა 4

დღეს ბრწყინვალედ დღესასწაულობს კეთილმორწმუნე ერი, ღმრთისმშობელო, გარემოცული გამოჩინებითა შენითა და მჭურეტელნი წმიდისა ხატისა შენისანი ხმობენ ხმითა სალმობირითა: პატიოსნითა საფარველითა შენითა დამიფარენ ჩვენ და მიჴსენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელნი შეუვრდებით ქრისტესა, ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, აცხოვნენ სულნი ჩვენნი.

ლოცვა

ჵ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო უმაღლესთა ძალთა მეუფისაო, დედუფალო ზეცისა და ქუეყანისაო, უძლეველო შუამდგომელო ქალაქისა და მამულისა ჩვენისაო. მიიღე სამადლობელნი და სადიდებელნი გალობანი ესე, უღირსთა ამათ მონათა შენთაგან და აღამაღლენ ლოცვანი ჩვენნი წინაშე საყდრისა ღმრთისა ძისა შენისა. მოწყალე იქმენ ცოდვათა ჩვენთა და განამრავლენ წყალობანი შენნი ყოველთა მომართ პატივისმცემელთა ყოვლადპატიოსნისა სახელისა შენისათა. რამეთუ არა ღირს ვართ წყალობათა მისთა უკუეთუ არა გექმნა შენ იგი ლმობიერ ჩვენ ზედა, დედუფალო, რამეთუ მის მიერ ლოცვისაებრ შენისა მიიღებ ყოველსა. ამისთჳსცა მოვილტვით შენდა მომართ, ვითარცა შეუორგებელისა და მსწრაფლშემწისა. შეისმინე ვედრებაჲ მხმობთა ამათ შენთა, დამიფარენ უძლეველითა საფარველითა შენითა და ითხოვე ძისა შენისა და მწყემსისა ჩვენისაგან მოშურნეობაჲ და მღვიძარებაჲ სულთაჲ ჩვენთათჳს, რათა მოჰმადლოს ძლიერებაჲ ღმრთივსულიერი სიბრძნჱ მთავრობათა ჩვენთა. მსაჯულთა - სიმართლე და მსჯავრი კეთილი, წინამძღოლთა - გოენიერებაჲ და სიგლახაკჱ სულისა, მეუღლეთა - თანხმობაჲ და სიყუარული, ყრმათა - მორჩილებაჲ, ჩაგრულთა - თმენაჲ, მჩაგვრელთა - შიში ღმრთისაჲ, მწუხარეთა - მხნებაჲ, მხიარულთა - თავშეკავებაჲ და ჩვენ ყოველთა - სული სიბრძნისა და კეთილმსახურებისა, სული მოწყალებისა და მოკრძალებისა, სული სიწმიდისა და სიმართლისა. ჵ, დედუფალო ყოვლადწმიდაო, ლმობიერ იქმენ უძლურებათა ზედა ერისა შენისათა. განბნეულნი შეკრიბენ, შეცთომილნი მოაქციენ გზასა ჭეშმარიტებისასა, მოხუცნი განაძლირენ, ყმაწვილნი განაბრძნენ, ყრმანი აღზარდენ, მოიხილე ჩვენ ზედა მოწყალითა თუალითა და შუამდგომელობითა შენითა სიღრმეთაგან ცოდვათა ჩვენთასა აღგვადგინენ ჩვენ და განანთლენ თუალნი გულისა ჩვენისანი ხილვად გზისა ხსნისასა, მექმენ მოწყალე ქუეყანასა ამას მუნცა - იმიერ ქუეყანასა; - ქუეყნიერსა მწირობასა ამას შინა და წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ძისა შენისასა. ღირს ჰყვენ ცხორებასა სარწმუნეობითა და სინანულით შესუენებულნი მამანი და ძმანი ჩვენნი ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა, რამეთუ ხარ შენ, დედუფალო დიდება ზეცისა და სასო ქუეყანისა, შენ ხარ შუამდგომელი ყოველთა სარწმუნეობით შენდა მოლტოლვილთა. ამისათჳსცა გევედრებით შენ, ვითარცა უძლეველსა მეოხსა და თავთა თჳსთა და ურთიერთსა და ყოველსა ცხორებასა ჩვენსა შეგვედრებთ და დავსდებთ წიანშე შენსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა 2

დედუფალო ჩემო, ყოვლადსახიერო, სასოო ჩემო ყოვლადწმიდაო, ობოლთა მწეო და ყარიბთა მეოხო, ჭირთა შინა მყოფთა შეწევნაო და ჩაგრულთა საფარველო, მოხედენ განსაცდელსა ჩემსა, მოხედენ მწუხარებასა ჩემსა: ყოვლით კიდითგან განსაცდელითა შეპყრობილ ვარ და არა მაქვს მეოხებაჲ. ამისთჳსცა შენ თჳთ შემეწიე მე უძლურსა, გამომზარდე მე, ვითარცა ყარიბი, წარმიმართე გზაჲ ვითარცა შეცთომილსა, განმკურნენ და მაცხოვნენ მე, ვითარცა უსასოჲ, არა მაქვს სხვაჲ შემწე, არცა სხვაჲ შუამდგომელ, არცა ნუგეშინისმცემელ, მხოლოო შენ, ჵ დედაო ყოველთა მწუხარეთა და ტვირთმძიმეთაო! მომხედენ მე ცოდვილსა და განბოროტებულსა, და დამიფარე მე ყოვლადწმიდითა ომოფორითა შენითა, რათა ვიხსნე ბოროტისაგან, რომელსა გარემოუცავ მე და ვადიდებდე მარადის უფროსადსაგალობელსა სახელსა შენსა. ამინ!

X ს-ში ცხოვრობდა დიდი მოღვაწე ანდრია სალოსი. ერთხელ იგი თავის ახალგაზრდა მეგობართან ერთად, რომელიც შემდეგ კონსტანტინეპოლის პატრიარქი პოლიევკტი გახდა, ესწრებოდა ღამისთევის ლოცვას ვლაქერნის ტაძარში. მათ იხილეს, თუ როგორ შემობრძანდა ღმრთისმშობელი ეკლესიაში წმ. იოანე ნათლისმცემელისა და წმ. იოანე ღმრთისმეტყველის თანხლებით - წმინდანებით გარშემორტყმული და თავისი თავსაბურავი ტაძარში მლოცველთა თავებს ზემოთ განფინა. ეს იყო მისი მფარველობის ნიშანი და ამ სასწაულის ამსახველი მრავალი ხატი შეიქმნა.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო