იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა ხატისადმი „სამი სიხარული“

მეოხია, ბრალდებულთა გამართლებისა, ტყვეობიდან დახსნისა, დაკარგულის დაბრუნებისა.

სამი სიხარული

ტროპარი, ჴმა 4

წმიდისაგან ხატისა შენისა გარდამომდინარე სიხარული გამოუთქმელი აღავსებს გულთა ყოველთა ღმრთისმოსავთა დედათა, რომელთა კეთილად მოჰმადლენ ქმარნი და შვილნი და ყოველნი მონაგებნი მათნი. ჵ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ქუეყანისაო, ყოვლადძლიერო სახარულევანო, მარადის ქალწულო. მით სახითვე მოწყალე იქმენ ჩვენ ზედა, კეთილად აღმისრულენ ყოველნი ვედრებანი ჩვენნი და წყაროჲ სიხარულისა დაუშრეტელი აღმომიცენე ყოველთა მოლტოლვილთა და მარადის მგალობელთა შენდა: რომელმან სიხარული უშევ სოფელსა, აღავსენ სიხარულითა დაუცხრომელად პატივისმცემელნი შენნი.

ლოცვა

ჵ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სახიერო დედაო ყოვლადსახიერისა ღმრთისაო, მფარველო სამეუფოჲსა ქალაქისა და წმიდისა ამის ტაძრისაო, წინამძღუარო და მეოხო ყოველთა მართალთაო, ნუ უგულებელს-ყოფ ლოცვასა უღირსთა ამათ მონათა შენთაგან, არამედ ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შევრდომილ ვართ წმიდასა ხატსა შენსა, მოგუანიჭოს, ვითარცა თჳთ უწყის, სიხარული ყოველთა: მეცნირებასა თჳსსა მოიყუანნეს ცოდვილნი ყოველნი და მოჰმადლოს მათ სინანული და ცხონებაჲ. მწუხარეთა და ტანჯულთა ყოველთა ნუგეშინისცემაჲ მოანიჭოს, ჭირსა და მრისხანებასა შინა გვემულნი განათავისუფლნეს, უსასოთა და სულმოკლეთა სასოებაჲ და მოთმინებაჲ მისცეს, მხიარულებითა და უხვებითა ცხოვნებულთა გულთა შინა მადლიერებაჲ დანერგნეს, სნეულნი განკურნნეს და განაძლიერნეს. ჵ, დედუფალო ყოვლადწმიდაო! მოწყალე ექმენ ყოველთა პატივისმცემელთა სახელისა შენისათა და გარდამომივლინენ ყოვლადძლიერი საფარველი და მეოხებაჲ შენი. დაიცევ და დაიფარე ერი შენი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან. განამტკიცენ სიყუარული და ერთსულოვნებაჲ შორის მეუღლეთა, ყრმანი აღზარდენ, ყმაწვილნი განაბრძენ, ტომითისგან ბრძოლისა იჴსენ ყოველნი ერნი, მოზღუდენ სიყუარულითა და ჩვენ ყოველთა მომანიჭე ურთიერთ - სიყუარული, მშვიდობაჲ, კეთილმსახურებაჲ, სიმრთელჱ, და განგრძნობაჲ დღეთაჲ, რამეთუ ყოველნი ზეცისანი და ქუეყანისანი აღგიარებენ შენ, ვითარცა მტკიცესა და ურცხუენელსა შუამდგომელსა ქრისტეანეთა ერისასა და გადიდებენ ძისა შენისა მიერ, თანა მამით და თანაარსით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო