იულიუსის კალენდრით:
7 აპრ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
20 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ღმრთისმშობლის დაუჯდომელის გალობას!



სარჩევი

ლოცვა საზრდელის მიღების წინ

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ!

ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

დიდება... აწ და... უფალო შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.
(და ჯვარი გადასახე საზრდელსა და სასმელს)

მოკლე ლოცვა

თვალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, უფალო, და შენ მოსცი მათ საზრდელი ყოველსა ჟამსა; აღაღებ შენ ჴელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ შენისა. ამინ!

ლოცვა შემდგომად საზრდელის მიღებისა

გმადლობ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რამეთუ განმაძღე ჩვენ ქვეყნიერთა კეთილთა შენთაგან; ნუ დამაკლებ ჩვენ ზეცისაცა შენსა სასუფეველსა, არამედ ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიჰმადლე მათ, ეგრეცა მოვედ ჩვენთანა და გვაცხოვნენ ჩვენ, ამინ!

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდება... აწ და... უფალო შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.

ლოცვა წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ შემდგომად საზრდელის მიღებისა

კურთხეულ არს ღმერთი, რომელი გვწყალობს და გვზრდის სიყრმით ჩვენითგან, რომელი მოსცემს საზრდელსა ყოველსა ჴორციელსა. აღავსენ სიხარულითა და მხიარულებითა გულნი ჩვენნი, რათა მარადის კმაყოფილნი გარდავემატნეთ ყოვლითა საქმითა კეთილითა, უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მიერ, რომლისა თანა გშუენის დიდება, სიმტკიცე, პატივი და თაყუანის-ცემა, თანა სულით-წმიდითურთ უკუნისამდე. ამინ!

ან: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო, რომელმან გამოგვზარდე ჩვენ სიყრმით ჩვენითგან, რომელმან მოსცი საზრდელი ყოველსა ჴორციელსა. აღავსენ სიხარულითა და მხიარულებითა გულნი ჩვენნი, რათა ყოველსა შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გვაქვნდეს და ვჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმეთა კეთილთა, ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩვენისა, რომლისა თანა გშვენის დიდებაჲ, პატივი და სიმტკიცე სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა წმიდაო, დიდება შენდა მეუფეო, რამეთუ მოგვცენ ჩვენ ჭამადნი საზრდელად და განსამტკიცებელად. გევედრებით შენ, აღმავსენ ჩვენ სულითა წმიდითა, რათა ვიპოვნეთ წინაშე შენსა სათნო და არა სირცხჳლეულ, ოდეს-იგი მიაგებდე კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო