იულიუსის კალენდრით:
7 აპრ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
20 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ღმრთისმშობლის დაუჯდომელის გალობას!



სარჩევი

ლოცვანი თქმულნი ღირსისა მამისა ჩვენისა შიო მღვიმელისა მიერ

შიო მღვიმელი

„კურთხეულ ხარ შენ ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო დედუფალო მარიამ, რამეთუ განჴორციელებითა შენგან ქრისტეს ღმრთისათა, სოფელი განთავისუფლდა ცოდვისაგან და ყოველნი ზიარ ვიქმნენით ანგელოზთა და უხრწნელებასა ღირს ვიქმნენით და სამოთხე მოვიღეთ, შენ გევედრებით დედაო ნათლისაო დიდებულო, ნათლისმცემელისა იოანეს თანა დიდებულისა, მეოხებად ნუ დასცხრები წინაშე სამებისა წმიდისა ჩვენთჳს, რომელნი ესე ვითხოვთ შენგან წყალობასა.“

„გარეშეუწერელსა და უცვალებელსა სამებასა სამგუამოვანსა, დაუსაბამოსა მამასა და ძესა და სულსა წმიდასა ერთღმრთაებასა განუყოფელსა და შეურევნელსა, გევედრებით უღირსნი ესე მონანი შენნი და თაყუანისგცემთ. სახლი ესე სიწმიდისა შენისა დაიცევ უკუნითი უკუნისამდე და საკურთხეველი ესე, რომელ მოგუმადლე, მადლითა შენითა დაიცევ ყოვლისავე კუჱთებისაგან დაურღუჱველად ძვრისაგან დანთქმისა და ცეცხლისა და ზედა მოსლვისაგან სულთა უკეთურთასა და მათგან აღძრულთა ბარბაროზთა, მეოხებითა უქორწინებელისა ღმრთისმშობელისათა და დიდებულთა ანგელოზთათა და წმიდისა ნათლისმცემელისათა, სიმრავლესა თანა ყოველთა წმიდათა შენთასა და გუაცხოვნენ ჩვენ უფალო სახიერო, ალლილუია.“

„ჵ! იესუ სახიერო და კაცთმოყუარეო, რომელი იშევ წმიდისა ქალწულისა და ღმრთისმშობლისაგან, რათა აცხოვნნე შეცდომილნი ეშმაკისაგან და გამოიხსნე მოსავნი და ღმრთად და ჴორც შესხმულად აღმსარებელნი შენნი მანქანებათგან მისთა. შენ მეუფეო უფალო! მომეც მე უღირსსა ამას მონასა შენსა მოთმინებით დადგრომა ადგილსა ამას შინა, რათა სათნოდ შენდა აღვასრულნე ნეშტნი ესე დღენი ცხოვრებისა ჩემისანი და ღირს მყავ მეცა სხვათავე თანა შენ მიერ შეწყალებულთა ხილვად კეთილთა მათ საუკუნეთა, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედუფლისა ჩვენისა უბიწოჲსა დედისა შენისათა და დიდებულთა წმიდათა მოციქულთათა და წმიდისა მამისა ჩვენისა იოანესითა.“

„ჵ! უფალო დიდებისაო და ღმერთო ყოვლისა ნუგეშინისცემისაო, იყავნ სახელი შენი კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ დიდებულ არს წყალობა შენი ჩვენ ყოველთა ზედა, ვინათგან კაცთაცა და საცხოვარსა აცხოვნებ, შენ უფალო სიმრავლისაებრ წყალობათა შენთასა, რომელმან ჯერ იჩინე ჩემიცა უღირსისა და უნდოსა ზრუნვა, ვინაცა ყოვლისა-თჳსვე ვმადლობ სახიერებათა შენთა, რომელი არა დამიტევებ მე ცოდვილსა ამას და უჴმარსა მონასა შენსა.“


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო