იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა ხატისადმი „შვიდისრიანი“

მეოხია, კოჭლობის და სისუსტის განკურნებსა;
მოშუღართა შერიგებისა.

შვიდისრიანი

ტროპარი, ჴმა 5

მოამდოვრენ ბოროტნი გულნი ჩვენნი ღმრთისმშობელო, და მოძულეთა ჩვენთა ზედა-მოსვლანი დაშრიტენ და დაჴსენ ყოველი იწროებაჲ სულისა ჩვენისაჲ, რომელნი შეუვრდებით წმიდასა ხატსა შენსა. შენითა ტანჯვითა და ლმობიერებითა მოწყალე იქმენ ჩვენ ზედა. ამბორს უყოფთ წყლულთა წმიდათა შენთა ისართაგან, ჩვენ მიერ შენდა მომართ აღძრულთა, შევძრწუნდებით, ნუ მაუფლებ ჩვენ, დედაო გულმოწყალებისაო, რათა მოვწყდეთ სიბოროტისაგან ჩვენისა და სიბოროტისაგან მოყვასთა ჩვენთასა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად მომამდოვრებელი ყოველთა გულთა ბოროტთა.

ლოცვა

ჵ, მრავალთა ტანჯვათა დამთმენელო დედაო ღმრთისა, უმაღლესო ყოველთა მიწიერთა დედათაო, - სიწმიდითა და ტანჯვათა სიმრავლითა რომელნი იტვირთენ ქუეყანასა ზედა - შეიწირენ მრავალვნებულნი სულთქმანი ჩვენნი და დამიცვენ საფარველითა მოწყალებისა შენისათა, რამეთუ არა მივის ნავთსაყუდელი და მეოხი მხურვალჱ თჳნიერ შენსა, არამედ, რამეთუ გაქვს კადნიერებაჲ წინაშე შენგან შობილისა, შემეწიენ და მიჴსნენ ლოცვითა შენითა, რათა დაუბრკოლებლად მივემთხვივნეთ სასუფეველსა ცათასა, სადაცა ყოველთა წმიდათა თანა დიდებასა უგალობთ ერთარსსა და სამსახოვანსა ღმერთსა, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო