იულიუსის კალენდრით: 26 სექ. 2024 წ. |
✠ ოთხშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 09 ოქტ. 2024 წ. |
ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენებას საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989 წ.)
ლოცვა სმოლენსკის ოდიგიტრიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის მიმართ
ევედრებიან ხანგრძლივი მოგზაურობის მზადებისას;
შეეწევა ყოველგვარ კეთილ წამოწყებას.
ტროპარი. ჴმა 4
ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩვენ ცოდვილნი და ესე გლახაკნი, მხურვალითა ცრემლითა ღაღად-ვყოთ სიღრმით გულისათ. ჵ, დედუფალო წყალობითა შემწე მეყავ ჩვენ, სასოო მორწმუნეთაო, მსწრაფლ შემეწიე, რამეთუ წავრწყმდებით ჩვენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩვენთასა, ნუ გარე მაქცევ მონათა ამათ შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი ჩვენი წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა.
ლოცვა 1
ჵ, ყოვლადსაკვირველო და ყოველთა ქმნულთა ზედა აღმატებულო დედუფალო ღმრთისმშობელო, ზეციურისა მეუფისა ჩვენისა ქრისტეს ღმრთისა დედაო, ყოვლადწმიდაო ოდიგიტრია მარიამ, ისმინე ლოცვანი ესე ცოდვილთა და უღირსთა მონათა შენთაგან, რომელნი ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა შევრდომილ ვართ ჟამსა ამას და ცრემლითა და შემუსვრილითა გულითა ვხმობთ: უფსკრულთაგან ვნებათასა აღმომიყუანენ ჩვენ, დედუფალო, კურთხეულო, განმათავისუფლენ ჩვენ ყოველთაგან ურვათა და მწუხარებათა, გარემომზღუდენ ყოვლისა კრულებისა ზედამოსვლისაგან და ცილისწამებისაგან. დამიჴსნენ მძვინვარისაგან მტერისა. ძალ-გიც შენ, ჵ, მიმადლებულო დედაო, რათა იხსნე ერი შენი ყოვლისაგან ბოროტისა და ღირს-ჰყო იგი კეთილდღეობითსა ცხორებასა, რამეთუ ზედამოსვლათა ამათ შინა არა გვივის ჩვენ ცოდვილთა სხვაჲ შემწე და მხურვალე შუამდგომელი თვინიერ შენსა. ევედრე, დედუფალო, ყოვლადწმიდაო, ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რათა ღირს მყვნეს ჩვენ ზეცისა სასუფეველსა. ამისთვისცა მარადჟამს გადიდებთ შენ, ვითარცა მიზეზსა ჩვენისა ხსნისასა და აღვამაღლებთ წმიდასა და დიდებულსა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, - სამებით განდიდებულსა და თაყუანისცემულსა ღმერთსა, უკუნითი, უკუნისამდე, ამინ!
მოგზაურობის მნებელთათჳს
ლოცვა 2
ყოვლადწმიდაო დედუფალო ჩემო, ქალწულო ღმრთისმშობელო ოდიგიტრია, მცველო და სასოო ცხოვნებისა ჩემისაო! გზასა ამას ზედა რომელი წინა მიძს მე, მსურის დადგინებაჲ და ამით ჟამითგან შეგვედრებ შენ ყოვლადმოწყალესა დედასა ჩემსა სულსა და ჴორცთა ჩემთა, გონებასა ჩემსა და ძალთაცა ჴორციელთა, ამას ყოველსა შევვედრებ მტკიცესა ზედამხედველობასა შენსა და შეწევნასა ყოვლადძლიერსა. ჵ სახიერო თანამოგზაურო და მფარველო ჩემო, გულსმოდგინებითა გევედრები შენ, რათა არა იქმნას გზაჲ ესე ჩემი საჭირველ, წინამიძეღ მე მას ზედა და წარმართე იგი, ყოვლადწმიდაო ოდიგიტრია, ვითარცა თჳთ უწყი სადიდებელად ძისა შენისა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესი. თანაშემწე მექმენ მე და უმეტესად შორეულსა და მრავალ-ტვირთულსა მწირობასა ამას შინა დამიცევ მე ძლევაშემოსილითა საფარველითა შენითა ყოველთა ჭირთა და მწუხარებათაგან, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან და ევედრე ჩემთჳს, დედუფალო, ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რათა წარმოგზავნოს შემწედ ჩემდა ანგელოსი თჳსი მშვიდობისა, წინამძღუარი და მცველი ჩემი შეუორგულებელი, ვითარცა ოდესმე მიჰმადლა მონასა თჳსსა ტობიას, ყოველსა ადგილსა და ყოველსა ჟამსა მცველი გზისა მისისა ყოვლისაგან ბოროტისა. ეგრეცა გზაჲცა ესე ჩემი კეთილად წარმართე და დამიცევ მე სიმრთელითა ზეციურითა ძალითა, რათა მშვიდობით უკუვიქცე მე მამულსა შინა ჩემსა, სადიდებელად უფლისა, განმადიდებელი და მაკურთხეველი მისი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და მაქებელად შენდა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად