იულიუსის კალენდრით:
26 სექ. 2024 წ.

ოთხშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
09 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ მიცვალებას წმინდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა!
ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენებას საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989 წ.)



სარჩევი

ლოცვა სნეულთათჳს

შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა ზედა და იჴსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება...

სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღჰმხმელი და ყოველივე ძალ-გიძს, ვითაცა მრავალ-მოწყალე ხარ.

აწ და...

ლოცვა ყოველსა სნეულებასა ზედა

მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, მკურნალო სულთა და ჴორცთა ჩვენთაო, რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი სწყლავ და კვალად განკურნებ, ძმასა ამას ჩვენსა ზედა, სნეულსა მოჰხედე მოწყალებითა შენითა, მოჰყავ მარჯვენჱ შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა. განჰკურნენ მონაჲ ესე შენი (სახელი) და აღადგინე იგი ცხედრისაგან სნეულებისა მისისა და შეჰრისჴენ სულსა ამას უძლურებისასა და განაშორე ამისგან ყოველივე წყლულებაჲ და ყოველივე სალმობაჲ და ყოველივე გვემაჲ და ყოველივე მხურვალებაჲ, გინა ცხრო; და რაოდენი რაჲ არს ამისა თანა ბრალი, გინა უსჯულოებაჲ, მიუტევე, ულხინე, შეუნდევ კაცთმოყვარებისა შენისათჳს. ღმერთო, შეიწყალე დაბადებული ესე შენი ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩვენისა, რომლისაჲ არს დიდება თანა ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

მთავარანგელოზი სელაფიელის მიმართ

წმიდაო მთავარანგელოზო უფლისაო სელაფიელ! რომელმან მადლი კურნებათაჲ მიიხუენ და მიჰფენ ჭირვეულთა სიმრთელესა, აწ დაჴსნენ სულთა ჩვენთა ვნებანი აღძრულნი, და ჴორცთა სალმობანი უკურნებელნი მჴურვალედ ვედრებითა შენითა.

ჵ, ანგელოზთ-მთავარო უჴორცოთა გუნდთაო სელაფიელ! მადლითა ელვარებისა ღმრთეებისათა განათლებული მოიწევი რა კიდეთა ქუეყანისათა, მორწმუნეთა ერსა მიჰმადლებ წყალობათა ღმრთისათა და გარე შეზღუდავ მათ, აწ ევედრე სახიერებასა მისსა, რათა იჴსნეს ცოდვილი (სახელი) ყოვლისაგან მწუხარებისა, ურვისა, სნეულებისა და ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა და დაუმკჳდროს სასუფეველი ცათაჲ ყოველთა წმიდათა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

მთავარანგელოზი რაფაელის მიმართ

წმიდაო დიდო მთავარანგელოზო რაფაელ! უფლისა მიერ შენდამი ბოძებულითა მადლითა ძალთა და ნიშთა აღასრულებ სოფელსა შინა და სნეულთა განჰკურნებ უძლურებასა და ვნებათა, აწ განხადე საეშმაკონი ვნებანი მონისაგან (სახელი) და იჴსენ სენთა და სალმობათაგან, და დაიცევ ყოვლისაგან ჭირისა და კუეთებისა.

ჵ, უხრწნელითა ნიჭითა და მადლითა შუენიერად განკეთილებულო საღმრთოო მთავარანგელოზო რაფაელ! ვითარცა შენ ხარ მეოხი და მკურნალი მომწოდებელთა შენთა სნეულებათა შინა, და უჩვენებ კაცთა გზასა მართალსა და საცხოვნებელსა, ეგრეთვე აწ წარუძეღუ ჭეშმარიტისა მიმართ ნათლისა (სახელი) და ეყავნ მას შემწედ ყოველთა განსაცდელთა, ურვათა და მწუხარებათა შინა, რათა ღირს-იქმნეს კეთილითა მოქალაქობითა სრულ-ყოფად და სიწმიდითა მიწევნად და ხილვად და ღირსად თაყუანისცემად ერთარსსა წმიდასა სამებასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო