იულიუსის კალენდრით: 2 სექ. 2024 წ. |
✠ კვირა |
გრიგოლის კალენდრით: 15 სექ. 2024 წ. |
ლოცვა წმიდისა მღვდელ-მთავრისა სპირიდონ ტრიმიფუნტელისა მიმართ, მატერიალური სიდუხჭირის ჟამს
ჵ, ყოვლად-ნეტარო წმიდაო მღვდელ-მთავარო სპირიდონ, ევედრე კეთილ-სახიერებასა კაცთმოყუარისა ღმრთისა, რათა არა დაგუსაჯოს ჩვენ უსჯულოებათა ჩვენთა, არამედ ჰყოს ჩვენ ზედა წყალობისაებრ მისისა. ევედრე ქრისტესა და ღმერთსა ჩვენსა, ჩვენ ღმრთისა მონათა გამო (სახელები), რათა მოგვცეს ჩვენ მშვიდობითი და უშფოთუელი ცხოვრებაჲ, სულისა და ჴორცის სიმრთელჱ. გვიჴსენ ჩვენ ყოვლისაგან ჭირისა სულიერისა და ჴორციელისა, ყოვლისაგან ქენჯნისა და სატანებრივისა ცილისწამებისა. მომიჴსენე ჩვენ წინაშე საყდრისა ყოვლისმპყრობელისა და ჰვედრე უფალსა, რათა მოგვცეს ჩვენ მრავალთა შეცოდებათა ჩვენთა შენდობაჲ, უჭირველი და უშფოთველი ცხოვრებაჲ, მოგუმადლოს ჩვენ ურცხუენელი და მშვიდობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩვენისაჲ და მომავალსა საუკუნესა შინა მარადიულსა ნეტარებასა ღირს გვყოს, რათა დაუსრულებელად დიდებასა და მადლობასა აღვავლენდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა მიმართ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად