იულიუსის კალენდრით:
1 ოქტ. 2024 წ.

ორშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
14 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!



სარჩევი

ლოცვა ალბაზინის ღმრთისმშობლის ხატისადმი „სიტყვა ჴორციელ იქმნა“

ევედრებიან, ბავშვის დაბადების მოლოდინში და მძიმე მშობიარობისას.

სიტყვა ხორციელ იქმნა

ღმრთისმშობელო ქალწულო, განუხრწნელად მშობელო ქრისტეს ღმრთისა ჩვენისაო, შუამდგომელო ქრისტეანეთაო! წარდგომილნი წინაშე სასწაულმოქმედისა ხატისა შენისა მამანი ჩვენნი გევედრენ შენ, რათა გარდამოავლინო საფარველი და მეოხება შენი ერსა შენსა ზედა და ჩვენცა ვხმობთ შენდამო: მამული ჩვენი ზედამოსვლისაგან უცხოტომელთასა დაიცვენ და ყოველთა ძმათამკვლელთა ბრძოლათაგან დაიფარენ, სიმშვიდჱ მოჰმადლე ერსა ამას ქუეყანაჲ აღავსე ნაყოფითა. დაიცვენ წმიდად სულიერნი მოძუღუარნი ჩვენნი, რომელნი მოჰმადლენ წმიდასა ამას შენსა ეკლესიასა. გარდამოუვლინენ ყოვლადძლიერი საფარველი შენი ყოველთა მათთა, მაშენებელთა და ქველისმოქმედთა ზედა, განაძლიერენ მართალსა სარწმუნოებასა შინა და ერთსა ზრახვასა ზედა დაამტკიცენ ძმანი ჩვენნი: დაბნეულნი და მართლმადიდებელისა სარწმუნოებისაგან განტოლვილნი განანათლენ და წმიდასა ეკლესიასა ძისა შენისასა მიჰმადლენ. სარწმუნოებით მოლტოლვილთა ხატისა შენისა წმიდისა მომართ ყოველთა გარდამოუვლინე საფარველი შენი, რამეთუ შენ ხარ ნუგეშინისმცემელი და ნავთსაყუდელი ყოვლისაგან ბოროტებისა, ზედამოსვლისაგან და განდგომილებისა, რამეთუ შენ ხარ სნეულთა მკურნალი, მწუხარეთა სასო, შეცთომილთა განმართლებაჲ, შეიწირე ლოცვანი ჩვენნი და აღამაღლე წინაშე საყდრისა მაღლისა ღმრთისასა, რათა შუამდგომელობითა შენითა დაცულნი და საფარველითა შენითა დაფარულნი ვადიდებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო