იულიუსის კალენდრით:
6 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
19 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა მოწევისაგან თავის დასაღწევად მოყვასისათვის

ღირსნო მამანო - ნიკოდიმოს, ამბროსი და სილოვანე, რომელთა გაქვთ კადნიერებაჲ წინაშე უფლისა, ევედრენით დიდთა ნიჭთა მომცემელსა მეუფესა, რათა მსწრაფლ მისცეს შეწევნაჲ მონასა ღმრთისასა (სახელი) ბრძოლასა მას შინა, რომელი აქვს მას ვნებისა მიმართ უწმინდურისა, თამბაქოს წევისაჲ (გლარჯის ხუმევისაჲ).

უფალო! ლოცვითა სათნო-მყოფელთა შენთათა - ნიკოდიმოს, ამბროსი და სილოვანესითა განწმინდე ბაგენი მონისა შენისა (სახელი), უბიწო-ყავ გული მისი და განაძღე იგი სულნელებითა სულისა შენისა წმინდისათა, რათა შორს ივლტოდეს მისგან ბოროტი ვნებაჲ თამბაქოს წევისა, მუნ, სადაჲთ მოსრულ არს. ამინ!

თუ გსურთ თავად გადაეჩვიოთ თამბაქოს წევას, წმინდანებს ასე უნდა მიმართოთ:

ღირსნო მამანო - ნიკოდიმოს, ამბროსი და სილოვანე, რომელთა გაქვთ კადნიერებაჲ წინაშე უფლისა, ევედრენით დიდთა ნიჭთა მომცემელსა მეუფესა, რათა მსწრაფლ მომცეს შეწევნაჲ ბრძოლასა მას შინა, რომელი მაქვს მას ვნებისა მიმართ უწმინდურისა, თამბაქოს წევისაჲ (გლარჯის ხუმევისაჲ).

უფალო! ლოცვითა სათნო-მყოფელთა შენთათა - ნიკოდიმოს, ამბროსი და სილოვანესითა განწმინდე ბაგენი ჩემნი, უბიწო-ყავ გული ჩემი და განაძღე იგი სულნელებითა სულისა შენისა წმინდისათა, რათა შორს ივლტოდეს ჩემგან ბოროტი ვნებაჲ თამბაქოს წევისა, მუნ, სადაჲთ მოსრულ არს. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო