იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „თეოდორესეული“ ხატისადმი

მეოხია, მძიმე მშობიარობისას.

თეოდორესეული ღმრთისმშობელი

ტროპარი, ჴმა 4

შევრდომილი პატიოსანსა ხატსა შენსა, ღმრთივგანცხადებულო, იხარების დღეს ღმრთივდაცული ერი ჩვენი და ვითარცა ძუელი ისრაელი კიდობნისა მიმართ აღთქმისასა მოილტვის წმიდისა სახისა შენისა გამოხატულებისა და შენგან ჴორცშესხმულისა ღმრთისა ჩვენისა მომართ, დედობრივითა მეოხებითა შენითა ევედრე მარადის ყოველთათჳს, ვინაცა წმიდასა საფარველსა შენსა სასოებს, მშვიდობაჲ მიჰმადლე მათ და დიდი წყალობაჲ.

ლოცვა

ჵ, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღმრთისმშობელო, შეიწირე მდაბალი ლოცვაჲ ჩვენი და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩვენგან, მეოხო და ნავთსაყუდელო ჩვენო, ნუ გუგლებელს-გვყოფ ჩვენ უღირსთა, არამედ, ვითარცა კაცთმოყუარე ხარ, ნუ დააცადებ ლოცვასა, რამეთუ შენ შევ იგი, რომელი მოგუმადლებს შენდობასა ურიცხვთა ცოდვათა ჩვენთათჳს და გვიჴსნენ ჩვენ ყოველთა განსაცდელთაგან, შემიწყალენ ჩვენ, დედუფალო, შემიწყალენ ჩვენ. არა არს ჩვენდა ცხორებაჲ თჳნიერ შენსა, ამისთჳსცა სამართლად გიგალობთ შენ: შემიწყალენ მონანი შენნი და გულნი ჩვენნი უნაყოფონი კეთილთა საქმეთა მიერ ნაყოფიერ ჰყვნენ. მოიხილე უღირსთა ამათ ზედა, რამეთუ შენ ხარ სასო და მფარველი ჩვენი, ცხორებაჲ და ბრწყინვალებაჲ გულთა ჩვენთა. რამეთუ აღმოგიბრწყინდა წიაღთა შენთაგან ნათელი უმწუხროჲ და განმანათლებელი სულთა ჩვენთა და შემწუელი ყოვლისა წყუდიადისა გულთა შინა ჩვენთა. ღირს-გვყვენ ჩვენ, რათა ვეგნეთ მორჩილებითა ნებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა, ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩვენისათა, და მას მხოლოსა სათნო-ვექმნეთ. ჵ, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, ნუ დააცადებ ლოცვასა წინაშე შენგან შობილსა ძისა ყოველთათჳს, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან სასწაულმოქმედისა ხატისა შენისა მომართ, მსწრაფლ შემწე ექმენ მათ ყოველთა მწუხარებათა, ზედამოსლვათა და განსაცდელსა შინა, განათავისუფლე ყოვლისა წყევისა და კაცთა სიბოროტისაგან, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან და ყოველთა ჭირთა და მწუხარებათაგან. დაიცევ მამული ჩვენი, ყოველნი ქუეყანანი ყოვლისაგან ჭირისა და ზედამოსვლისა. და ლმობიერ-ჰყავ ღმერთი ჩვენი ჩვენ ზედა განმაშორე ყოველი რისხვა მისი და ჩვენ ზედა სამართლად მოწევნულისა მშჯავრისა მისისაგან მიჴსნენ. ჵ, დედუფალო ღმრთისმშობელო, ანგელოსთა სამკაულო, მოწამეთა დიდებაო და ყოველთა წმიდათა სიხარულო, მათთანა ევედრე უფალსა, რათა ღირს-გვყვნეს სიმშვიდით აღსასრულსა და ჟამსა სიკუდილისასა, დედუფალო, მიჴსნენ ეშმაკისაგან და სამსჯავროსა სიტყჳს-საგებელისა და საშინელისა განსაცდელისა და მწარეთა საზუერეთაგან და ცეცხლისა უშრეტისა, ღირს მყუენ ჩვენ ღმრთისა დიდებულსა სასუფეველსა! გიგალობთ შენ და ვნატრით შენგან განჴორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რომელსა ვადიდებთ მამისა და სულისა წმიდისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო