იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვანი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „ტიხვინის“ ხატის მიმართ

მეოხია, ბრმათა მხედველობის დაბრუნებისა;
ეშმაკთა განსხმისა;
ბავშვთა სნეულების დროს;
სახსრების დაუძლურებისას;
დამბლის, ბნედის, ავი ზნისას.
უცხოტომელთა თავდასხმისას

ტიხვინის ღმრთისმშობელი

ტროპარი, ჴმა 4

დღეს ვითარცა მზჱ ყოვლადბრწყინვალჱ, გამოგვიჩნდა ჰაერსა შინა ყოვლადპატიოსანი ხატი შენი, დედუფალო, რომელმან მოწყალებისა ნათლითა განანთლა ყოველი ქუეყანა ვითარცა ღმრთაებრივსა ნიჭსა მადლით ღმრთივშვენიერად გამოჩინებულსა, გნატრით შენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ყოველთა დედუფალო და შენგან შობილსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა სიხარულით ვადიდებთ, მას ევედრე ღმრთისმშობელო, დედუფალო ზეცისათაო, რათა უვნებლად დაიცვნეს ყოველნი მხარენი ქრისტეანეთანი ყოველთაგან ზედამოსვლისა და იჴსნნეს ყოველნი სარწმუნოებით მოლტოლვილნი მისდა და შენისა ყოვლადწმიდისა ხატისა მომართ, სძალო ქორწილისა გამოუცდელო.

ლოცვა

გმადლობთ შენ, ყოვლადსახიერო და ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედუფალო, დედაო ქრისტესა ღმრთისა ჩვენისაო, ყოველთა ქველისმოქმედებათა შენთათჳს, რომელსა გარდამოუვლენ კრებულსა ქრისტეანეთასა, რომელთა მდაბალთა უხვებით მიჰმადლებ ჴმასა ანგელოსთა გალობისასა, რამეთუ აწცა განგუაკჳრვა ჩვენ წყალობამან შენმან უღირსთა ამათ მონათა შენთა ზედა - სასწაულებრივთა თჳთგამოჩინებითა წმიდისა ხატისა შენისათა, რომელმან განანათლა ქუეყანაჲ ყოველი. ამისთჳსცა სიხარულითა და შიშით თაყუანის-ვცემთ მას ცოდვილნი ესე და გიგალობთ შენ: ჵ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედუფალო და ღმრთისმშობელო, აცხოვნე და შეიწყალე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ჩვენი და ყოველი ქუეყანაჲ, მღვდელმთავარნი და ყოველნი ერნი, ქალაქნი და ქუეყანანი ქრისტეანეთანი დაიცვენ, განათავისუფლე წმიდა ეკლესიაჲ ჩვენი ყოველისაგან წვალებისა და ყოველთა აქა მდგომარეთა სარწმუნოებით მვედრებელთა და თაყუანის-მცემელთა წმიდისა ხატისა შენისათა ყოველივე კეთილად მოჰმადლე, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ, შენგან შობილისა ძისა და ღმრთისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო