იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ტოლგის ღმრთისმშობლის ხატის მიმართ

მეოხია, გვალვისა და უწვიმობის დროს.

ტოლგის ღმრთისმშობელი

ტროპარი, ჴმა 4

ნათლითა ბრწყინვალებს დღეს ხატი შენი, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო და ვითარცა დაუვალი მზე მართალთა ზედა ნათობს. ვიხილავთ მას ზეპყრობილსა უხილავთა ანგელოსთა მიერ. როსტოვისა ქალაქისა ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ტრიფონ მოვალს გამოჩინებულსა ცეცხლოვანისა სვეტისა მიმართ, წყალსა ზედა, - ვითარცა ხმელსა მავალი და მწყემსთა და ყოველსა ერსა შეგვედრებს შენ და ჩვენცა, შენდა მოლტოლვილნი, ვხმობთ ესრეთ: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, აცხოვნენ სამართლად მადიდებელნი შენნი, მამული ჩვენი და მწყემსმთავარნი და ყოველნი მხარენი და ერნი ჭირთაგან დაიცვენ დიდითა წყალობითა შენითა.

ლოცვა

ჵ, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, ქერუბიმთა უმაღლესო და სერაფიმთა და ყოველთა წმდათა უბრწყინვალესო, შენ ყოვლადსახიერო, რომელმან ტოლგსა შინა ხატსა შენისა მრავალთა მკურნალისა ცეცხლის სახითა გამოჩინებაჲ ინებე წინაშე ნეტარისა მღვდელმთავრისა ტრიფონისა მის მიერ მრავალნი სასწაულნი აღასრულენ და კვალადცა აღესრულებიან ჩვენდა მომართ დიდითა წყალობითა შენითა. შთაუვრდებით შენდა მომართ ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა და ვხმობთ, უფროსადკურთხეულო შუამდგომელო ერისა ჩვენისაო: მრავალვნებულსა და მრავალტანჯულსა მიწიერსა მწირობასა ამას შინა ჩვენსა ნუ განმაშორებ მეოხებასა და სამუფოსა საფარველსა შენსა, შემეწიენ და მაცხოვნენ ჩვენ, დედუფალო, ისრისაგან მაცთურისა აგზებულისა მტრისა ჩვენისა მიერ, განამტკიცენ უძლური ნებაჲ ჩვენი, მოამდოვრენ გულნი ჩვენნი აღსრულებითა მცნებათა ქრისტესითა სიყუარულითა ღმრთისა და მოყვასისათა. მომმადლენ ჩვენ შემუსვრილებაჲ გულისა და სინანული ჭეშმარიტი და ბნელთა ცოდვათაგან განმწმიდენ ჩვენ, რათა გვაქვნდეს წინაშე შემოქმედისა ნაყოფნი კეთილნი ქველის-საქმეთაგანი და მშვიდობითსა ქრისტეანობითსა აღსასრულსა ღირს-ვიქმნეთ და მართალსა სიტყჳსგებასა საშინელსა და თვალუხვავსა სამშჯავროსა მისსა. ჵ, დედუფალო ყოვლადმოწყალეო უმეტესად გარდამოგვივლინე ყოვლადძლიერი მეოხებაჲ შენი ჟამსა საშინელსა სიკუდილისასა, ისწრაფე ჩვენდა - უძლურთა შეწევნად და ყოვლისმპყრობელითა ჴელითა შენითა გამომიჴსნენ ჴელმწიფებისაგან მძვინვარისა ამა სოფლისა მპყრობელისა, რამეთუ ჭეშმარიტად მრავლისშემძლებელ არს ლოცვა შენი წინაშე ღმრთისა და არა არს შეუძლებელ მეოხებისა შენისათჳს. ეგრეთვე წმიდასა ხატსა შენსა ლმობიერად შეუვრდებით და წინაშე მისსა, ვითარცა ცხოველისა, მუხხლთა მოვიდრეკთ და თავთა თჳსთა და ურთიერთსა და ყოველსა ცხორებასა ჩვენსა შევვედრებთ და გადიდებთ შენ, შენგან შობილსა და მაცხოვარისა ჩვენისა - უფლისა იესუ ქრისტესა, დაუსაბამოჲსა მამისა და სულისა წმიდისა თანა და მისა მიმართ აღუვლენთ პატივსა და თაყუანისცემასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამი


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო