იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!



სარჩევი

ლოცვა თხოვათა მიმთხვევისათჳს

მადლობელნი უღირსნი ესე მონანი შენნი უფალო დიდთა ქუელისმოქმედებათა შენთათჳს, რომელიცა ჰქმენ ჩვენ ზედა, დიდებით გაქებთ შენ, გაკურთხევთ, გმადლობთ, გიგალობთ და ვადიდებთ შენსა კეთილმოწლეობასა, და მონებრ სიყვარულით გიღაღადებთ შენ: კეთილისმყოფელო ჩვენო მაცხოვარ, დიდება შენდა.

დიდება...

ქველისმოქმედებათა შენთა და ნიჭთა უსასყიდლოდ ღირს-ქმნილნი უჴმარნი მონანი შენნი მეუფეო, გულს-მოდგინედ შენდა მომართ მოვივლტვით, და მადლობასა ძალისაებრ შევსწირავთ, და შენ ვითარცა კეთილისმყოფელსა და შემოქმედსა დიდებით გიღაღადებთ: დიდება შენდა ღმერთო ყოვლად მოწყალე.

აწ და...

ღმრთისმშობელო, ქრისტეანეთა შემწეო, მომპოვებელნი შენისა შუამდგომელობისანი მადლიერებით გიღაღადებთ: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, ლოცვითა შენითა მარადის გჳჴსენ ჩვენ ჭირთაგან, მხოლოო მსწრაფლშუამდგომელო.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო