იულიუსის კალენდრით:
1 ოქტ. 2024 წ.

ორშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
14 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!



სარჩევი

ლოცვანი იერუსალიმის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის მიმართ

მეოხია, ხანძრის, ეპიდემიის დროს;
პირუტყვის ხანძრისაგან დახსნისა;
სიბრმავისა და დამბლის განკურნებისა.

იერუსალიმის ღმრთისმშობელი

ტროპარი

სახჱ მტკიცისა შუამდგომელობისა და გულმოწყალებისა შენისა, დედუფალო, ხატი იერუსალიმისა გამოგვიბრწყინდა ჩვენ და აღვავლენთ ლოცვასა სულთა ჩვენთგან წინაშე მისსა, და სარწმუნოებითა ვხმობთ შენდამო: გულმოწყალეო, მოხედენ ერსა შენსა, ყოველნი მწუხარებანი და ვნებანი ჩვენნი დაშრიტენ, კეთილნი ნუგეშინის-ცემანი გულთა შინა ჩვენთა დანერგენ და ცხორებაჲ სამარადისოჲ ითხოვე სულთა ჩვენთათჳს.

ლოცვა

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, სასოო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, მწუხარეთა მეოხო, უსასოთა ნავსაყუდელო, ობოლთა და ქვრივთა გამომზრდელო, შემივრდენ და შემიწყალენ ჩვენ ცოდვილნი და უღირსნი მონანი შენნი, ლმობიერად შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა, ევედრე, დედუფალო გულმოწყალეო, ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა იესუ ქრისტესა, რათა მოგვიტევნეს ცოდვანი და უსჯულოებანი ჩვენნი, რათა მოწყალებითა მისითა ღირს ვიქმნეთ კეთილსა აღსასრულსა ცხორებისა ჩვენისასა და წყალობაჲ მისი ყოველთა რჩეულთა მისთა ზედა აჩვენე, რამეთუ კურთხეულ და უფროსად დიდებულ ხარ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო