იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვანი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „ვლადიმირის“ ხატის მიმართ

მეოხია, უცხოტომელთა შემოსევისას, სამშობლოს დაცვისა;
მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებისა, ერესებისა და სქიზმებისაგან დახსნისა;
მოშუღართა შერიგებისა.

ვლადიმირის ღმრთისმშობელი

ტროპარი, ჴმა 4

ბრწყინვალედ იხარებს დღეს ღმრთივდაცული ერი ჩვენი, დედუფალო, მიმრქმელი, ვითარცა ნათლისა მზისასა, სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა, რომლისა ქვეშე შევრდომილნი მოვილტვით შენდამი და გიგალობთ ესრეთ: ჵ, ყოვლადსაკვირველო დედუფალო ღმრთისმშობელო, ევედრე შენგან განჴორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რათა იჴსნას ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და მხარენი ქრისტეანეთანი და უვნებლად დაიცვნეს იგინი ყოველთა მბრძოლთა მათთაგან და იჴსნენ სულნი ჩვენნი, ვითარცა კაცთმოყვარე არს.

ლოცვა 1

ვისა უგალობდეთ ღმრთისმშობელო, ვისა მიმართ ვჴმობდეთ ჟამსა მწუხარებისა ჩვენისასა, თჳნიერ შენსა, დედუფალო ზეცათაო, ვინ სადა ცრემლნი და სულთქმანი ჩვენი შეისმინოს თჳნიერ შენსა, ყოვლადუჴრწნელო, სასოო ქრისტეანეთაო და ნავსაყუდელო ცოდვასა შინა გვემულთაო, ვინა სადა აღემატოს მოწყალებათა შენთა, მოჰყავ ყური შენი, დედუფალო, ჩვენთა ცოდვილთა მომართ, დედაო ღმრთისა ჩვენისაო და ნუ უგულებელსმყოფ, რომელნი მწედ გიხმობთ: შეისმინე სულთქმანი ჩვენნი, განგვამტკიცენ ცოდვილნი ესე, განმსწავლენ ყოველნი და გულისჴმისყოფაჲ კეთილთაჲ მომმადლენ დედუფალო ზეცათაო და ნუ განმეშორები მონათა ამათ შენთა ცოდვათა ჩვენთათჳს, არამედ მექმენ ჩვენ მშობელ და შუამდგომელ და ღირს მყვენ საფარველსა მოწყალებისასა ძისა შენისა, განაგე ჩვენ ზედა ნებაჲ, შენი, ვითარცა თჳთ უწყი, მშვიდობითსა და უვნებელსა ცხორებასა მიმამთხვიენ ცოდვილნი ესე, რათა ვგოდებთ ცოდვათა ჩვენთა ზედა და შენთანა ვიხარებდეთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა 2

ჵ ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო დედუფალო ზეცათაო, მეოხო ყოვლადძლიერო, ურცხვენელო შუამდგომელო ჩვენო, გმადლობთ შენ ყოველთა ქველისმოქმედებათა შენთათჳს, რომელი ჰქმენ ერისა შენისათჳს წმიდისა ხატისა შენისა მიერ ვიდრე მოაქჟამამდე. და აწცა მოიხილე ჩვენ ცოდვილთა და უჴმართა მონათა შენთა ზედა, დედუფალო ყოვლადსახიერო, გვიჩვენენ მოწყალებაჲ შენი და ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რათა განგვათავისუფლოს ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა და დაიცვას ყოველნი ქალაქნი და სოფელნი და ყოველი ქუეყანაჲ ჩვენი სიყმილისაგან, სვრისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსვლათაგან მტერთასა და ტომითისა ბრძოლისაგან. ევედრე კეთილდღეობითი და მშვიდობიანი ცხოვრებისათჳს მართლმადიდებელ ქრისტეანეთათჳს ყოველსა კეთილსა შინა და ცხოვნებისათჳს რათა ღირსებით ჰმწყსიდნენ ქრისტესმოყუარჱ მხედრობაჲ ერისა ჩვენისა, მხედრობისა მთავართა და ერისმთავართა მოანიჭე სული განბრჭობისა და გონიერებისა ყოველსა მთავრობასა შინა მყოფსა გარდამოუვლინე წმიდაჲ კურთხევაჲ შენი და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა, თაყუანისმცემელთა შენთა და მვედრებელთა წინაშე აღმადგინებელისა ხატისა შენისათა. გვექმენ ჩვენ შუამდგომელ და მეოხ წინაშე საყდრისა მაღლისათა, რომლისა წინაშე წარდგომილ ვართ. ვისა მიმართ მოვილტვოდეთ, უკეთუ არა შენდა მომართ, დედუფალო, ვისა მიმართ შევსწირვიდეთ ცრემლთა და სულისთქმათა ჩვენთა, უკუეთუ არა შენდა მომართ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო არა გვივის სხვაჲ შეწევნაჲ, არცა სასოჲ, თჳნიერ შენსა, დედუფალო ზეცათაო. საფარველისა შენისა ქუეშე მოვილტვით, ლოცვითა შენითა გვითხოვე ჩვენ მშვიდობაჲ, სიმრთელჱ, ქუეყანისა ნაყოფიერებაჲ, კეთილშეზავებულებაჲ ჰაერისა, გვიჴსენ ჩვენ ჭირთაგან და მწუხარებათაგან ყოველთა, ყოველთა უძლურებათა და სნეულებათაგან, მოულოდნელისაგან სიკუდილისა და ყოვლისაგან განბოროტებისაგან მტერისა. განგვიხვენ ჩვენ გონებაჲ და განგვსწავლენ ჩვენ, ჵ შუამდგომელო ყოვლადწმიდაო, თუ ვითარ განვლოთ უცოდველად ქვეყნიერი ცხოვრებაჲ ესე ჩვენი; შენ უწყი უძლურებანი ჩვენი, უწყი ცოდვანიცა ჩვენნი და უწყი სარწმუნოებაცა ჩვენი და სასოებასა ჰხედევდ; მოგუმადლე ჩვენ განმართებაჲ ცოდვილისა ცხოვრებისა ჩვენისა და მოამდოვრენ განბოროტებულნი გულნი ჩვენნი. განგვამტკიცენ ჩვენ მართალსა სარწმუნოებასა შინა, დანერგენ გულთა შინა ჩვენთა სული შიშისა ღმრთისა, სული ღმრთისმოსაობისა, სული მორჩილებისა, მოთმინებისა და სიყუარულისა, წარმატებისა კეთილთა საქმეთა შინა. გვიჴსენ ჩვენ განსაცდელთაგან, სწავლებათაგან სულთა წარმწყმედელთა, ურწმუნოებისაგან, გარყვნისა და საუკუნოჲსა სიკუდილისაგან. შენ გევედრებით, ყოვლადწმიდაო დედუფალო შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა, მოწყალე იქმენ ჩვენ ზედა და შეგვიწყალენ ჩვენ და საშინელსა დღესა მას განკითხვისასა შუამდგომელობითა და მეოხებითა შენითა ღირს გვყვნენ დადგომად მარჯვენით ძისა შენისა, ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, თანადაუსაბამოჲთ მამით მისით და ყოვლადწმიდით და სახიერით და თანაარსით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო