იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისადმი „ვნებისა“

მეოხია, ბრმებისა და კოჭლების;
ასევე ხანძრის დროს.

ვნებისა

ტროპარი, ჴმა 4

გამოუთქმელად გაბრწყინდა დღეს სამეუფოსა ამას ქალაქსა შინა ხატი ღმრთისმშობელისა და ვითარცა სხივცისკროვანმან მზემან გამოჩინებითა თჳსითა ქუეყანაჲ ყოველი განანათლა. დღესასწაულობენ გონებითა ზეციურნი ძალნი და სულნი მართალნი, ჩვენცა მჭვრეტელნი მისნი ვიხარებთ და ცრემლითა ვხმობთ ღმრთისმშობელისა მიმართ: ჵ, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღმრთისმშობელო, შენგან განჴორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა ევედრე, რათა მშვიდობაჲ და სიმრთელჱ მოანიჭოს ყოველთა ქრისტეანთა, დიდითა და გამოუთქმელითა წყალობითა თჳსითა.

ლოცვა

ჵ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, უმაღლესო წმდათა ანგელოსთა და მთავარანგელოსთაო, და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, შეუწევნელთა შემწეო, უსასოთა სასოო, გლახაკთა შესავედრებელო, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო, მშიერთა გამომზრდელო, შიშუელთა სამოსელო, სნეულთა მკურნალო, ცოდვილთა ცხორებაო და ყოველთა ქრისტეანეთა შემწეო და შესავედრებელო!

ჵ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ქალწულო ღმრთისმშობელო, მოწყალებითა შენითა აცხოვნე და შეიწყალე ღმრთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი.

აცხოვნე დედუფალო და შეიწყალე დიდი მეუფე ჩვენი - უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩვენი ილია და ყოვლად-სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამუღუდელონი და სამონაზვნო წესნი. კეთილმორწმუნენი - მხედართმთავარნი, და ყოველნი ქრისტესმოყუარე მხედრობა და კეთილისმყოფელნი ჩვენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, სამოსელითა შენითა პატიოსნითა დაიფარენ. ევედრე დედუფალო, შენგან უთესლოდ განჴორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რათა დაგჳფარნეს ძალითა თჳსითა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩვენთაგან.

ჵ, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღმრთისმშობელო, აღმომიყუანენ ჩვენ სიღრმეთაგან ცოდვათასა, და მიჴსენ ჩვენ სიყმილისაგან, სვრისა, ძვრისა, ცეცხლისა, მახვილისა და ზედამოსვლისაგან უცხო თესლთასა, და ტომითისაგან ბრძოლისა და უცნაურისა სიკუდილისა, და ზედა დასჴმისაგან მტერთასა და განმხრწნელისაგან ქარისა, და ყოვლისაგან სიკუდილშემოსილისა წყლულებისა და ყოვლისაგან ბოროტისა, მომეც, დედუფალო, მშვიდობაჲ და სიმართლე მონათა ამათ შენთა - მართლმადიდებელთა ქრისტეანთა, და განანათლენ გონებანი ჩვენნი, და თუალნი გულისა ჩვენისა, რათა ვსცხონდეთ, და ღირს ვიქმნეთ ცოდვილნი მონანი შენნი სასუფეველსა ძისა შენისასა, დაუსაბამოთ მამით მისით და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო