იულიუსის კალენდრით:
13 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
26 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


წმიდა წერილთა კითხისა

სარჩევი

ლოცვა იოანე ოქროპირისა წმიდათა წერილთა ჴელად მიღებისათჳს

ოდეს გენებოს კითხვა ანუ სმენა წმიდათა წერილთა, ევედრე ღმერთსა ესრეთ მეტყველმან:

უფალო იესუ ქრისტე, განმიხვენ მე თვალნი გულისა ჩემისანი, სმენად სიტყუათა შენთა და გულისჴმის-ყოფად მისა და ყოფად ნებისა შენისა, რამეთუ მწირ ვარ მე ქვეყანასა ზედა. ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა, არამედ განახვენ თვალნი ჩემნი, რათა ვხედვიდე საკვირველებასა სულისა შენისასა. მაუწყენ მე, უფალო დაფარულნი საიდუმლოჲსა სიბრძნისა შენისანი, რამეთუ შენდა მომართ არს სასოებაჲ ჩემი, ღმერთო ჩემო, რათა განმინათლო გონებაჲ ჩემი და საცნობელნი წმიდისა მეცნიერებისა შენისანი, არა ოდენ აღმოკითხვად წერილისა, არამედ ყოფადცა მისა, რათა არა დასასჯელად თავისა თჳსისა წმიდათა ცხორებასა და სიტყუათა აღმოვიკითხვიდე, არამედ განახლებად და განსანათლებლად სიწმიდით და საცხოვრებელად სულისა და სამკვიდრებელად საუკუნოჲსა სუფევისა. რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი მდებარეთა ბნელსა შინა და შენ მიერ არს ყოველივე მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული, და შენდა შვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

წმიდა წერილის შემდგომ საკითხავი ლოცვა

ჵ უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, მეუფეო სახიერო და კაცთ-მოყვარეო, ნუ განმეშორები ჩემგან, ნუცა დამიტევებ და ნუცა დამაგდებ მე, არამედ ჩემთანა ჯერ იჩინე მარადის ყოფად და შენ სუფევდე ჩემ ზედა. აღჴოცენ ჴელით-წერილნი ცოდვათა ჩემთანი. მიჴსენ მძლავრებისაგან ეშმაკისა, მყვენ მე მუშაკ წმიდათა მცნებათა შენთა, წარმიძეღუ ქმნად ყოვლად წმიდისა ნებისა შენისა და ღირს მყვენ მარჯვენით შენსა დგომად დღესა მას სასჯელისასა და ღრუბლითა აღტაცებად, რათა მივემთხვივნე კეთილთა მათ მოუგონებელთა და გამოუთქმელთა ზეცისა სასუფეველისასა. რამეთუ შენ ხარ, რომელსა გნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ და შენდა შვენის ყოველი პატივი, მადლობა და თაყვანისცემაჲ თანა დაუსაბამოჲთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო