იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის „ცხოველსმყოფელი წყაროს“ მიმართ

მეოხია, ხორციელ სნეულებათაგან ტანჯულთა;
ვნებებით და სულიერი უძლურებით შეპყრობილთა.

ცხოველსმყოფელი წყარო

ტროპარი. ჴმა 4

აღვივსენით კაცნი კურნებითა სულისა და ჴორცთასა ლოცვითა, რომელი მსგავსად მდინარისა აღმოგვიცენებს ჩვენ წყაროსა საკვირველსა, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, ბილწებანი გულთანი განჰბანე, ცოდვათა ბრკჱ განსწმიდე და განანათლე სულნი მართალნი მადლითა საღმრთოჲთა.

ლოცვა 1

დედუფალო ჩემო, ყოვლადსახიერო, სასოო ჩემო ღმრთისმშობელო, ობოლთა ნავთსაყუდელო და მწირთა შუამდგომელო, მწუხარეთა სიხარულო და ჩაგრულთა მფარველო, მოიხილე განსაცდელსა ჩემსა ზედა და მომხედე შეჭირვებასა შინა მყოფსა ამას. მცხე მე ზეთი, ვითარცა უძლურსა, გამომზარდე მე, ვითარცა ყარიბი - აღჴოცენ და დაჴსნენ ყოველნი მწუხარებანი ჩემნი, მხმობელისა ამის შენდა მომართ: არა არს ჩემდა მეოხ, არცა ნუგეშინისმცემელ, სახიერო, მხოლოო შენ, ღმრთისმშობელო, რომელმან საუკუნოდ დამიცევ და დამიმარხე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა 2

ყოვლადწმიდაო ქალწულო, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღმრთისმშობელო, ცხოველსმყოფელი წყარო შენი აღმომაცენებელი კურნებისა ნიჭთა აღდგინებისთჳს სულთა და ჴორცთა ჩვენთა და სოფლისა ცხოვნებისა აღმომაცენებელი მოგვემადლა ჩვენ. ამისთჳს მადლირებითა და გულსმოდგინებითა გევედრებით შენ, დედუფალო ყოვლადწმიდაო, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, მოგუანიჭოს დახსნა შეცოდებათა ჩვენთაგან და ყოველსა სულსა მწუხარესა და განბოროტებულსა წყალობაჲ და ნუგეშინისცემაჲ მოჰმადლოს და განთავისუფლებაჲ ჭირთა და მწუხარებათა და სნეულებათაგან ყოველთა. მოგუმადლე ჩვენ დედუფალო, ტაძარსა ამას და ერსა ამას შენსა საფარველი შენი, ქალაქი ესე დაიცევ, ერი ჩვენი ზედამოსვლათაგან. იჴსენ და დაიფარე, რათა მშვიდობითი ცხორებაჲ განვლოთ აქ და მომავალსა მას საუკუნესა ღირს ვიქმნეთ ხილვასა შენსა - მეოხისა ჩვენისა დიდებასა შინა მეუფებისასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა, რომელსა შვენის დიდება და ძლიერება თანა მამითა და ყოვლადწმიდით სულითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო