იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!



სარჩევი

ლოცვა უწინარეს ხატის გმოხატვისა

უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, აღუწერელო საღმრთოჲთა ბუნებითაო, რომელმან კაცთა ცხორებისათჳს უკანასკნელთა მათ დღეთა შინა ქალწულისა ღმრთისმშობელისა მარიამისაგან გამოუთქმელად ჴორცნი შეისჴენ და მით სათნო-იჩინე ჴორცითა აღწერილყოფაჲ, რამეთუ წმიდაჲ ხატი უწმიდჱსისა პირისა შენისა წმიდასა ტილოსა ზედა აღბეჭდე, და მით სენი ავგაროზ მთავრისაჲ განჰკურნე, ხოლო სული მისი განანათლე შეცნობად ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩვენისა, რამეთუ წმიდისა სულისა მიერ გულისჴმა-უყავ საღმრთოსა მოციქულსა შენსა და მახარებელსა ლუკას აღწერად ხატისა ყოვლად-წმიდისა დედისა შენისა, მპყრობელისა შენისა, ვითარცა ჩჩჳლისა, წიაღსა თჳსსა, და ესრეთ მეტყველისა: „მადლი ჩემგან შობილისა, მეოხებითა ჩემითა, იყავნ ხატსა ამას ზედა“. შენ, მეუფეო ღმერთო ყოველთაო, განანათლე და განწვართე სული, გული და გონება მონისა შენისა (სახელი), და ჴელნი მისნი წარუმართენ, რათა უცოდველად და უჩინებულესად გმოხატვიდეს ცხორებასა შენსა, ყოვლად-წმიდისა დედისა შენისა და ყოველთა წმიდათა; სადიდებელად შენდა, შემკობისა შუენიერებისათჳს წმიდისა ეკლესიისა შენისა, და მისატევებელად ცოდვათა ყოველთა სულთა თაყუანის-მცემელთა წმიდათა ხატთათა, და კეთილკრძალულებით ამბორის-მყოფელთა მათთა; და პირველსახისა მიმართ პატივისმცემელთა; იჴსენ იგი ყოვლისა საეშმაკოჲსა საცთურისაგან, რათა წარემატებოდეს მცნებათა შინა შენთა, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, წმიდისა დიდებულისა მოციქულისა და მახარებელისა ლუკასითა და ყოველთა წმიდათათა. ამინ!

მღვდელ-მონაზონ დიონისეს (1707-1733) ეს ლოცვა თარგმნა დეკანოზმა თეიმურაზ ჩაჩიბაიამ, წიგნიდან:
„Православная Икона. Канон и стиль“, составитель Александр Стрижев, Москва 1998 г.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო