იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვანი ყაზანის ღმრთისმშობლის ხატისადმი

მეოხია, ბრმათა;
უცხოტომელთა თავდასხმების აცილებსას;
განსაცდელში მყოფთა;
ქორწინების კურთხევისა.

ყაზანის ღმრთისმშობელი

ტროპარი, ჴმა 4

მხურვალე შუამდგომელო, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ყოველთათჳს ევედრე ძესა შენსა, ქრსიტჱსა ღმერთსა ჩვენსა და აცხოვნენ დაბადებულნი ყოველნი, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა. დედუფალო, მეოხ-მეყავ ყოველთა, რომელნი განსაცდელსა და მწუხარებასა შინა ვიურვით, მრავალნი სნეულებანი ცოდვათა ჩვენთანი გჳტვირთავს წარდგომილთა ამათ წინაშე შენსა და ყოვლითა სულითა და შემუსვრილებითა გულისათა ცრემლით გევედრებით შენ - წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და შეუორგულებელსა სასოებასა დავსდებთ წინაშე შენსა, ყოვლისაგან ბოროტისა დამიცვენ ჩვენ და სიკეთჱ მომმადლენ ყოველთა, მიჴსნენ ყოველნი, ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ საფარველი ღმრთაებრივი მონათა შენთათჳს.

ლოცვა 1

ჵ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დედუფალო ცისა და ქუეყანისაო, უმაღლესო წმიდათა ანგელოსთა და მთავარანგელოსთაო და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, ყოვლადწმიდაო მარიამ, ყოვლისა ქუეყანისა შემწეო და ყოველთა კაცთა ნათესავისა სიმტკიცეო და ყოვლისაგან იწროებისა დამჴსენლო! მოხედენ, აწცა დედუფალო ყოვლადმოწყალეო, მონათა ამათ შენთა, ლმობიერებითა სულისათა და შემუსვრილებათა გულისათა მვედრებელთა შენდა ცრემლით მოლტოლვილთა ყოვლადწმიდისა და მრავლისააღმადგინებელისა ხატისა შენისა მომართ და შეეწიე და მეოხ ეყავ მვედრებელთა შენთა. ჵ, ყოვლადსახიერო და ყოვლადმოწყალეო ქალწულო ღმრთისმშობელო! მოიხილე, დედუფალო, ერსა შენსა ზედა, რამეთუ არა არს შემწე თჳნიერ შენსა ცოდვილთა ამათ ჩვენთათჳს, რამეთუ შენ ხარ მეოხი და წარმადგინებელი ჩვენი, შენ ხარ ნუგეშინისმცემელი ჩვენი, მწუხარეთა სიხარული, ობოლთა მფარველი, ქვრივთა დამცველი, ქალწულთა დიდებაჲ, მტირალთა მხიარულებაჲ, სნეულთა კურნებაჲ, უძლურთა ძლიერებაჲ, ცოდვილთა ცხორებაჲ, ამისთჳსცა, ჵ, ღმრთისმშობელო, მოვილტვით შენდა და წმიდისა ხატისა შენისა და მკლავთა შენთა ზედა ტვირთულისა, წინასაუკუნეთა ყრმისა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესა მომართ და ლმობიერითა გალობითა გიგალობთ შენ ესრეთ: შეგვეწიე ჩვენ, დედაო ღმრთისაო და ვედრებანი ჩვენნი კეთილად აღმისრულენ, რამეთუ ყოველივე ძალუძს მეოხებასა შენსა, რამეთუ შენდა დიდება შუენის, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა 2

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, შიშითა, სარწმუნოებითა და სიყუარულითა შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა შენსა და გევედრებით შენ: ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა შენსა მომართ მოლტოლვილთაგან, ევედრე გულმოწყალეო დედაო, ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა უფალსა ქუეყანაჲ ესე ჩვენი, შეურყეველად დაიმარხოს წმიდაჲ ეკლესიაჲ ესე თჳსი, ურწმუნოებისაგან, ერესისაგან და განწვალებისა. არა გვივის სხვაჲ შემწე, არა გვივის სხვაჲ სასო თჳნიერ შენსა, ყოვლადწმიდაო ქალწულო: შენ ხარ ყოვლადძლიერი და შემწჱ და მეოხი ქრისტეანეთა. განათავისუფლე ყოველი სარწმუნოებით შენდა მვედრებელთა ცოდვითა დაცემისაგან, ცილისწამებისაგან ბოროტთა კაცთაგან, ყოვლისაგან განსაცდელისა, მწუხარებისა და ჭირისა და ამაოჲსა სიკუდილისაგან, მოგუმადლე ჩვენ სულისა შემუსვრილებაჲ და სიმდაბლჱ გულისა, ზრახვათა სიწმიდჱ, განმართებაჲ ცოდვილისა ცხოვრებისა და დატევებაჲ ცოდვათა თჳსთა, რათა ყოველნი მადლობით მგალობელნი დიდებულებისა შენისანი ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა და მუნცა ყოველთა წმიდათა თანა ვადიდებთ ყოვლადწმიდასა და ყოვლადდიდებულსა სახესა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო