იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!



სარჩევი

ზიარების შემდგომ ესრეთ ლოცვაჲ სამადლობელი

გმადლობ შენ უფალო, ღმერთო ჩემო, რამეთუ არა განმაგდე მე ცოდვილი, არამედ ზიარ-ყოფად მე სიწმიდეთა შენთა ღირს-მყავ, გმადლობ შენ, რამეთუ მე არა ღირსი ზიარებად ყოვლად-წმიდათა შენთა ზეცისა ნიჭთა ღირს-მყავ. არამედ მეუფეო კაცთ-მოყვარეო, ჩვენთჳს მომკვდარო, და აღდგომილო, და მომნიჭებელო ჩვენდა საშინელთა ამათ, და ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა, კეთილის-საქმედ, და განსაწმედელად სულთა, და ჴორცთა ჩვენთა, მომეც ყოფად ამისა მეცა საკურნებელად სულისა ხოლო და ჴორცთა, განსადევნელად, ყოველთა წინა-აღმდგომთა, განსანათლებელად თვალთა გულისა ჩემისათა. სიმშვიდედ სულიერთა ძალთა ჩემთა. სარწმუნოებად ურცხვენელად, სიყვარულად შეუორგულებელად, აღმავსებელად სიბრძნითა, დამარხვად მცნებათა შენთა შეძინებად საღმრთოთა მადლთა შენთა. შენისა სასუფევლისა თჳსებად. რათა სიწმიდითა შენითა დაცული, მადლსა შენსა მოვიჴსენებდე მარადის და არავინ თავით თჳსით ცხოველ-არს, არამედ შენდამი, მეუფისა ჩემისა, და ქველის-მოქმედისა და ეგრეთვე ამის ცხოვრებისაგან განსრული, სასოებითა ცხოვრებისა საუკუნოსათა, მარადის მყოფსა განსვენებასა მივიწიო, სადა მედღესასწაულეთა ჴმაჲ დაუსრულებელ-არს, და წარუვალი სიტკბოება, ჰხედვენ პირისა შენისა სიკეთესა გამოუთქმელსა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი სასურველი, და გამოუთქმელი სიხარული, მოყვარეთა შენთა ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენ გიგალობს ყოველი დაბადებული უკუნისამდე.

სხვა ლოცვა დიდისა ბასილისა

მეუფეო ქრისტე ღმერთო, მეუფეო საუკუნეთაო, და შემოქმედო ყოველთაო, გმადლობ შენ ყოველთათჳს, რომელნი მომცენ მე კეთილნი, ზიარებითა ყოვლად-წმიდითა, და ცხოველს-მყოფელითა საიდუმლოთა შენითა. გევედრები უკვე სახიერო, და კაცთ-მოყვარეო, დამიცევ მე საფარველსა ქვეშე შენსა, და საგრილსა ფრთეთა შენთასა. და მომანიჭე მე სიწმიდით ზრახვად, ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვად ჩემდამდე, ღირსებით ზიარებად სიწმიდეთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ.
რამეთუ შენ ხარ პური ცხოვრებისა, და წყარო სიწმიდისა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ლოცვა სიმეონისა

მომცემელი საზრდელად ჴორცისა შენისა ნებსით, ცეცხლ არს და შესწვავს უღირსთა; ნუ დამწვავ მე შემოქმედო ჩემო, უფროსღა შემოვედ ასოთა შინა ჩემთა, ყოველთა ნასხამთა, თირკმელთა, და გულსა დასწვენ ეკალნი ყოველთა შეცოდებათა ჩემთანი. სული განსწმიდე. წმიდაჰყვენ საცნობელნი. ნასხამნი დაამტკიცენ ძვალთა თანა ერთბამად. საცნობელნი განმინათლენ. ყოვლითურთ შემმსჭვალე შიშსა შენსა. მარადის დამიფარე, დამიცევ, და დამიმარხე მე. ყოვლისაგან საქმისა, და სიტყჳსა სულთა განმხრწნელისა. წმიდა-მყავ, განმწმიდე, და განმბანე. წარმიმართე, და გულის-ჴმა მიყავ, და განმანათლე მე გამომაჩინე საყოფელად სულისა შენისა, რათა სადგურ მისდა ვიქმნე, და არა ცოდვისა, და რათა ტაძარი შენი შემოსლვითა ზიარებისათა, ვითარცა ცეცხლითა დაიწვას ყოველი ძვირის-საქმე, და ვნება. სავედრებელად შენდა შევსწირავ, წესთმთავართა. წინა-მორბედსა შენსა, და ყოვლად-ბრძენთა მოციქულთა. მათ-თანა უხრწნელსა, უბიწოსა დედასა შენსა. მათითა ვედრებითა შეიწირე მოწყალეო ქრისტე ჩემო. მსახურ-მქმენ, და ძე ნათლისა. რამეთუ შენ ხარ განმწმედელი, და მხოლო სახიერი, და სულთა ჩვენთა განმანათლებელი და შენდა ვითარცა შვენის ღმრთისა და მეუფისა, დიდებასა აღვავლენთ ყოველნი ყოველსა დღესა.

სხვა ლოცვა

ჴორცი შენი, წმიდა უფალო იესუ ქრისტე ღმერთო ჩემო, მექმენინ მე ცხოვრებად საუკუნოდ, და სისხლი შენი პატიოსანი მოსატევებელად ცოდვათა მეყავნ მე, ხოლო სამადლობელი ესე სიხარულად, სიმრთელედ და მხიარულებად, და საშინელსა მეორედ მოსლვასა შენსა ღირს-მყავ მე ცოდვილი დადგომად, მარჯვენით დიდებისა შენისა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათა.

სხვა ლოცვა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

ყოვლად-წმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, ნათელო დაბნელებულისა სულისა ჩემისაო, სასოებაო, საფარველო, შესავედრებელო, ნუგეშინის-მცემელო, სიხარულო ჩემო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირსმყავ მე არა-ღირსი, ზიარყოფად უხრწნელისა ჴორცისა, პატიოსნისა სისხლისა ძისა შენისა, არამედ მშობელო ჭეშმარიტისა ნათლისაო, განანათლენ საცნაურნი თვალნი გულისა ჩემისანი, რომელმან ჰშევ წყარო უკვდავებისა, ცხოველ-მყავ მე მომკვდარი ცოდვითა. წყალობის მოყვარისა მოწყალისა ღმრთისა დედაო, შემიწყალე მე. და მოეც ლმობიერება და შემუსრვილება გულსა ჩემსა, და სიმდაბლე ზრახვათა ჩემთა, დახსნა ტყვეობისაგან გულის-სიტყვათა ჩემთა. და ღირს-მყავ მე ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვადმდე, დაუსჯელად მიღებად ყოვლად წმიდათა საიდუმლოთა, განსაწმედელად, საკურნებელად სულისა და ჴორცთა, და მომმადლენ მე ცრემლნი სინანულისა და აღსარებისანი, გალობად, და დიდებად შენდა, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა. რამეთუ კურთხეულ ხარ, და დიდებულ უკუნისამდე, ამინ!

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

წმიდაო ღმერთო... (3-გზის). დიდება... აწ და... ამინ!
ყოვლადწმიდაო სამებაო... უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). დიდება... აწ და... მამაო ჩვენო...

ტროპარი იოანე ოქროპირისა

პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩვენა ჩვენ: არამედ ვითარცა იგი სიტყჳთა შენითა განმჰსწავლენ ჩვენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.

დიდება...

კონდაკი:

ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყვანის-ცემაჲ სამებისა მხოლოჲსა ღმრთისა, იოანე ოქროპირო, ყოვლად-სანატრელო, ღირსო, ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარ მოძღვარი, ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული.

აწ და...

სასოო და შესავედრებელო ქრისტეანეთაო, ურცხვენელო და შუამდგომელო, დამბადებელისა მიმართ მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელს-ჰყოფ ჴმასა ცოდვილთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩვენდა, ვითარცა სახიერ ხარ, რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ მხოლოო კურთხეულო, და მოსწრაფე ექმენ ვედრებად, და განმზადებულ მეოხებად, და ლმობიერ ჴელის-აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის, იღვწი პატივის-მცემელთა შენთა ღმრთის-მშობელო.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).
დიდება... აწ და...
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...
დიდება... აწ და...
უფალო შეგვიწყალენ 3-ჯერ.
გვაკურთხენ.
უკეთუ არს ლიტურღია დიდისა ბასილისა, ითქმის

ტროპარი წმ. ბასილი დიდისა:

ყოველსა ქვეყანასა განხდა ჴმაჲ შენი, რომელმანცა შეიწყნარა სიტყვანი შენნი, რომლითა ღმრთივ-შვენიერად ჰქადაგე სარწმუნოება. ბუნებანი დაბადებულთანი გამოაცხადენ. წესნი კაცთანი განაბრწყინვენ, და სამეუფო იგი მღვდელობა განაშვენე. წმიდაო მღვდელმთავარო ბასილი ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.

დიდება...

კონდაკი:

გამოსჩნდი შეუძრველად სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა, და მიანიჭებ ყოველთა კაცთა მადლთა საღმრთოთა, რამეთუ განჰფინენ სწავლანი საღმრთონი ყოველსა ქვეყანასა ზედა, და ბრწყინავ ზეცათა შინა ყოვლად პატიოსანო მნათობო სოფლისაო, ღირსო ბასილი.

აწ და...
უკეთუ არის ლიტურგია პირველ შეწირულისა, ითქმის

ტროპარი წმ. გრიგოლი დიოლოღოსისა:

რომელმან ღმრთისა მიერ ზეგარდამო საღმრთო მადლი მოიღე დიდებულო გრიგოლი, და მის ძლით განძლიერდი და სახარებისაებრ სლვა თავს-იდევ ვინაცა ქრისტესგან შესაძინელი მას შინა ჰპოვე ყოვლად ნეტარო, რომელსაცა ევედრე, რათა აცხოვნნეს სულნი ჩვენნი.

დიდება...

კონდაკი:

წინასწარ მთავრობად გამოსჩნდი, მწყემს-მთავრად განმაწესებელ ქრისტეს სამწყსოსა მამაო გრიგოლი, და შეზღუდე მოძღვრებითა ზეციერითა, და მსგავსად მმარხველთა გამოაჩინენ მიერითგან და სახითა ასწავე სამწყსოსა, ქრისტესსა მცნებანი მისნი, აწ მათ-თანა იხარებ, და იშვებ ზეცათა შინა.

აწ და...


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო