იულიუსის კალენდრით:
1 ოქტ. 2024 წ.

ორშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
14 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!



სარჩევი

ლოცვანი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისადმი „ძლევაშემოსილი“

მეოხია, სიმართლის, გულითადი სიხარულის, ურთიერთისადმი გულწრფელი სიყვარულის მოპოვებისა;
მშვიდობისა და მამულის დაცვისა.

ძლევაშემოსილი

ტროპარი, ჴმა 4

ანგელოსნი კრძალვითა გმსახურებენ შენ და ყოველნი ზეციურნი ძალნი დაუდუმებელად გაქებენ შენ, ღმრთისმშობელო ქალწულო, და მხურვალედ ვხმობთ შენდა მომართ, დედუფალო, რათა მადლმან ღმრთისამან დაივანოს წმიდასა ძლევაშემოსილსა ხატსა შენსა ზედა და ნათელი დიდებისა სხივბრწყინუალჱ გარდამოივლინოს ყოველთა სარწმუნოებით შენდა მომართ მლოცველთა და მხმობელთა ღმრთისა მიმართ: ალილუია.

ლოცვა 1

ჵ, დედუფალო ძლევაშემოსილო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შენ შორის მტვირთუელო ყოვლისა სოფლისა მტვირთუელისა ზეცათა მეუფისაო! გმადლობთ შენ გამოუეთქმელთა მოწყალებათა შენთათჳს, რომელთა ჩვენებაჲ კეთილად ინებე შენ ჩვენ ცოდვილთა და უღირსთა ზედა, წმიდითა და სასწაულთმოქმედითა ხატითა ამით შენითა დღეთა მათ შინა მწარეთა და სასტიკთა, რაჟამს ქარიშხალი, ვითარცა გრიგალი სულიერი აღიძვროდა ერსა ჩვენსა ზედა ჟამსა მას ჩვენისა მოსვრისა და აღმოფხურისასა, ჟამსა მას განკრახვისა და შეურაცხებისასა სიწმიდეთა ჩვენთა კაცთაგან უგუნურთა, რომელნი არა ოდენ გულითა, არამედ ბაგითა იკადრებდნენ თქმად: არა არს ღმერთი და საქმითაცა უჩვენებდნენ სისაძაგლესა ამას.

გმადლობთ შენ მეოხო ჩვენო, რამეთუ სიმაღლთგან შენით გარდამოიხილე მწუხარებათა ჩვენთა ზედა და ჭირთა ზედა მართლმადიდებელთასა და ვითარცა მზემან მანათობელმან განამხიარულენ ჭირთაგან მოუძლურებულნი თუალნი ჩვენნი ხილვითა ყოვლადტკბილისა ძლევაშემოსილისა ხატისა შენისათა, ჵ, უფროსადკურთხეულო ღმრთისა დედაო, ძლევაშემოსილო შემწეო, მტკიცეო შუამდგომელო. შიშითა და ძრწოლითა გმადლობთ შენ, ვითარცა მონანი უჴმარნი ლმობიერებითა შევრდომილ ვართ შენდა, გულითა შემუსვრილითა და ცრემლითა გევედრებით შენ სულთქმისა გალობითა: გვიჴსნენ, გვიჴსნენ ჩვენ. შეგვეწიენ, შეგვეწიენ ჩვენ! შეგვიწყალენ, დავინთქმებით ჩვენ, ცხოვრებაჲ ეს ჩვენი ჯოჯოხეთამდე მიწევნულ არს: დღითი დღედ ცოდვანი ჩვენნი დამძიმებულ არნ, ჭირნი მრავალ, მტერნიცა მრავალ, ჵ დედუფალო ზეცათაო, განდევნე კუერთხითა საღმრთოჲსა ძლიერებისა შენისათა უპატიოებაჲ სასჯელისა მტრისა, ხილულისა და უხილავისა, ვითარცა მტუერი და ვითარცა ნისლი. შემუსრე დიდად-მეტყველებაჲ განსჯისა მათისა და აღჴოცენ იგინი: და ვითარცა დედამან ყოველთამან გზასა ზედა სიმართლისასა და კეთილწიაღობრივსა დაადგინენ იგინი. შთანერგე გულთა შინა ჩვენ ყოველთასა სიმართლჱ, მშვიდობაჲ და სიხარული სულითა წმიდითა. განფინენ გულთა შინა ჩვენთა მყუდროებაჲ, კეთილდღეობაჲ, უშფოთველობაჲ, ურთიერთსიყუარული შეუორგებელი, კუერთხითა ყოვლადძლიერითა შენითა, ყოვლადწმიდაო, დააყენე ღუარი უსჯულოებათა, რომელი ესწრაფის დანთქმასა ქუეყანისა ამის ჩვენისასა საშიენელსა უფსკრულსა თჳსსა. შეგვეწიე ჩვენ უმწეოთა, სულმოკლეთა უძლურთა და უსასოთა, განგვამტკიცენ, აღგვადგინენ და გვაცხოვნენ: რათა შენითა ძლიერებითა მარადის დაცულნი ვუგალობდეთ და ვადიდებდეთ ყოვლადპატიოსანსა და დიდადშუენიერსა სახელსა შენსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

ლოცვა 2

ჵ, ყოვლისა ქუეყანისა შუამდგომელო, ყოვლადსაგალობელო დედაო, შიშითა, სარწმუნოებითა და სიყუარულითა შევრდომილვართ ძლევაშემოსილსა ხატსა შენსა და ყოვლითა გულითა გიხმობთ შენ! ნუ გარემიიქცევი შენდა მოლტოლვილთაგან, ევედრე, მოწყალეო დედაო ნათლისაო, ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, ტკბილსა უფალსა იესუ ქრისტესა, რათა მშვიდობით დაიცვეს მამული ჩვენი, განამტკიცოს კეთილდღეობაჲ ჩვენი, გვიხსნას ჩვენ ძმათამკულელთა ომთაგან და განამტკიცოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიაჲ ჩვენი, შეურყეველად დაიცვეს იგი ურწმუნოებისაგან, განწუალებისა და ერესისა, არა არს ჩვენდა მწე, არა არს ჩვენდა სასო, თჳნიერ შენსა, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შენ ხარ ყოვლადძლიერი მეოხი წინაშე ღმრთისა ყოველთა ქრისტეანეთა, სამართლად ჩვენ ზედა მოწევნულისა რისხვისა მისისა მომალბობელი. გვიჴსნენ ჩვენ შენდა მომართ სარწმუნოებით მლოცველნი ზედამოსულისაგან ცოდვათასა, ცილისწამებისაგან კაცთასა, სიყმილისაგან, მწუხარებისა და სნეულებისა. მოგუმადლენ ჩვენ სული სინანულისაჲ, მორჩილებაჲ გულისა, სიწრფელე ზრახვათა, რათა განვერნეთ ცოდვილსა ცხორებასა ამას ზედა და დაუტევნეთ ცოდვანი ჩვენნი. რათა ყოველი, რომელი მადლობით განადიდებს სახელსა შენსა, ღირს იქმნეს ზეცისა სასუფეველსა და მუნცა ყოველთა წმიდათა თანა ადიდებდეს ყოვლადწმიდასა და ყოვლადბრწყინუალესა სახელსა სამსახოვანისა ღმრთისასა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, ამინ!

ხატი გამოჩნდა, 1917 წლის 2 მარტს, უღმერთო ბოლშევიკების მიერ წამებულ მეფე ნიკოლოზ II-ის ტახტიდან ჩამოგდების დღეს. ამ ფაქტის გამო მისი ყველა ასლი იდევნებოდა ტაძრებიდან. დედნის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო