იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „ძუძუმწოვარი - ძუძუსმაწოვებელი“ ხატის წინაშე

მეოხია, მეძუძური და მშობიარე დედებისა.

ძუძუმწოვარი

ტროპარი

ნებითა მამისათა სულისაგან წმიდისა უთესლოდ მუცლად იღე ძე ღმრთისა, მამისაგან უდედოდ შობილი საუკუნეთაგან, ჩვენთჳს უმამოდ განჴორციელებული შენ მიერ. ჴორცითა შევ და რძესა აწოებდი ყრმასა მას ეგრეცა დაუცადებლად ევედრე, რათა ყოველთაგან ჭირთა იხსნნეს სულნი ჩვენნი.

ლოცვა

შეიწირე, დედუფალო ღმრთისმშობელო, სულთქმით ვედრებაჲ ესე შენდა მილტოლვილთა მონათა შენთაგან. ვჭვრეტ რაჲ ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა, ვითარ ჴელთა გიპყრიეს და რძესა აწოებ ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, უფალსა იესუ ქრისტესა. ვითარ უვნებელად შევ იგი, დაღაცათუ დედობრივნი სალმობანი იტვირთენ და ძეთა და ასულთა შენთა უძლურებასა ხედევდ. ეგრეცა მხურვალებითა შეუვრდებით აღმადგინებელსა ხატსა შენსა და ამბორისყოფითა ტკბილითა გევედრებით შენ, ყოვლადწმიდაო დედუფალო: რომელნი დაშჯილ ვართ, რათა სალმობითა ვშუნეთ და მწუხარებითა ვზარდნეთ შვილნი ჩვენნი, - ცოდვილნი ესე მოწყალედ შემივედრენ და თანალმობითა შეიწყნარენ ყრმანი ჩვენნი და მშობელნი მათნი მწარისაგან წყლულისა იჴსენ, მიეც მათ სიმრთელჱ, რათა კეთილად გამოზრდილნი განძლიერდნენ ჴორცითა და მაწოებელნი მათნი სიხარულითა და ნუგეშინისცემითა შენითა პირითა ყრმათა და ჩვილთა მწოვართაჲთა დაამტკიცოს უფალმან დიდებაჲ თჳსი. ჵ, დედაო ძისა ღმრთისაო მოწყალე იქმენ ძეთა ზედა კაცთასა და უძლურებათა ზედა ერისა შენისათა. დავრდომილნი მსწრაფლ აღადგინენ, ჩვენ ზედა მოწევნული მწუხარებაჲ და ჭმუნვაჲ აღჴოცე და ნუ უგულებელს-ჰყოფ ცრემლთა და სულთქმათა ჩვენთა. ისმინე ჴმაჲ მწუხარეთა მონათა შენთა, რომელნი წმიდასა ხატსა შენსა შევრდომილ ვართ და დღესა ამას სიხარულისა და განტევებისა მათისასა შეიწირე სამადლობელი დიდებაჲ ესე გულთაგან ჩვენთა. აღამაღლე ლოცვაჲ ჩვენი წინაშე საყდრისა ძისა შენისასა, რათა მოწყალე იქმნეს ცოდვათა და უძლურებათა ჩვენთა ზედა, განამრავლენ წყალობანი შენნი ყოველთა მხმობთა სახელისა მიმართ შენისა, რათა ჩვენცა და შვილნი ჩვენნი გადიდებდენ შენ მოწყალესა მეოხსა და სასოსა ერისა ჩვენისასა, საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო