იულიუსის კალენდრით:
18 ნოე. 2021 წ.

ოთხშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
01 დეკ. 2021 წ.
მინი ვერსია


აირჩიე წმინდანთა ცხოვრება
დღესასწაული იერუსალიმის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატისა (48 წ.)
12 (25) ოქტომბერი
იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი   გადმოცემის მიხედვით, ეს ხატი მაცხოვრის ამაღლებიდან მეთხუთმეტე წელს ლუკა მახარებელმა დაწერა.
  453 წელს ხატი იერუსალიმიდან ცარგრადში გადაიტანა საბერძნეთის მეფემ ლეონ დიდმა და იქ ღვთისმშობლის ტაძარში მოათავსა. როცა ღვთისმშობლის შეწევნით სკვითები დამარცხდნენ, ის კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ტაძარში გადააბრძანეს. 988 წელს ხერსონში რუსთა შემოსვლისას ლეონ VI ფილოსოფოსმა ხატი წმიდა დიდ მთავარ ვლადიმირს გადასცა, როცა მას კორსუნი დაიპყრო და იქვე მოინათლა. წმინდა ვლადიმირმა ეს სიწმინდე ნოვგოროდელთა მოქცევასთან დაკავშირებით მათ აჩუქა. ის აქ სოფიის ტაძარში იმყოფებოდა, სანამ ქალაქს მეფე იოანე IV დაიპყრობდა, რომელმაც ხატი მოსკოვის მიძინების ტაძარში გადაიტანა. 1812 წელს ნაპოლეონის დროს ხატი დაიკარგა და მის ადგილას დააბრძანეს ძველის ზუსტი ასლი, რომელიც მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესიიდან გადმოიტანეს.
ტროპარი:
  სახეჲ მტკიცისა შუამდგომელობისა და გულმოწყალებისა შენისა, დედუფალო, ხატი იერუსალიმისა გამოგვიბრწყინდა ჩუენ და აღვავლენთ ლოცუასა სულთა ჩუენთგან წინაშე მისსა, და სარწმუნოებითა ვხმობთ შენდამო: გულმოწყალეო, მოხედენ ერსა შენსა, ყოველნი მწუხარებანი და ვნებანი ჩუენნი დაშრიტენ, კეთილნი ნუგეშინის-ცემანი გულთა შინა ჩუენთა დანერგენ და ცხორებაჲ სამარადისოჲ ითხოე სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი:
  ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, სასოო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, მწუხარეთა მეოხო, უსასოთა ნავსაყუდელო, ობოლთა და ქურივთა გამომზრდელო, შემივრდენ და შემიწყალენ ჩუენ ცოდუილნი და უღირსნი მონანი შენნი, ლმობიერად შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა, ევედრე, დედუფალო გულმოწყალეო, ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაჲთა მოგვიტევნეს ცოდუანი და უსჯულოებანი ჩუენნი, რაჲთა მოწყალებითა მისითა ღირს ვიქმნეთ კეთილსა აღსასრულსა ცხორებისა ჩუენისასა და წყალობაჲ მისი ყოველთა რჩეულთა მისთა ზედა აჩუენე, რამეთუ კურთხეულ და უფროსად დიდებულ ხარ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge Orthodox Christianity სავსე კატალოგი ინტერნეტში სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო