იულიუსის კალენდრით:
12 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
25 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


2024 წლის გარდამავალი დღესასწაულები და დღეები

  • მეზვერისა და ფარისევლის კვირა. 12 (25) თებერვალი.
  • უძღები შვილის კვირა 19 თებერვალი (3 მარტი).
  • ხორციელის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 25 თებერვალი (9 მარტი).
  • ხორციელის კვირა. საშინელი სამსჯავროს ხსენება. ხორცით დაურწყება. 26 თებერვალი (10 მარტი).
  • ღირსისა მამისა ჩვენისა შიო მღვიმელისა - შიოობა [მოიხსენიება ყველიერის ხუთშაბათს]. 1 (14) მარტი.
  • ყოველთა ღირსთა მამათა ღვაწლით გაბრწყინებულთა [მოიხსენიება ყველიერის შაბათს]. 3(16) მარტი.
  • ყველიერის კვირა. მიტევების კვირა. ადამის განდევნის ხსენება. დიდი მარხვის აღება. 4(17) მარტი.
  • დიდი მარხვის დასაწყისი. 5(18) მარტი.
  • დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა (დხ. 306) [მოიხსენიება დიდმარხვის პირველ შაბათს]. 10(23) მარტი.
  • მართლმადიდებლობის ზეიმი [იდღესასწაულება დიდმარხვის პირველ კვირას]. 11(24) მარტი.
  • დიდი მარხვის მეორე შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 17(30) მარტი.
  • წმინდისა გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (დაახ. 1360) წმინდათა მამათა კიევის ქვაბში დავანებულთა [მოიხსენიება დიდმარხვის მე-2 კვირას]. 18(31) მარტი.
  • დიდი მარხვის მესამე შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 24 მარტი (6 აპრილი).
  • ჯვრის თაყვანისცემის კვირა [იდღესასწაულება დიდმარხვის მე-3 კვირას]. 25 მარტი (7 აპრილი).
  • განზოგება (გაშუალედება) დიდი მარხვისა. (4-ე კვირის ოთხშაბათს). 28 მარტი (10 აპრილი).
  • დიდი მარხვის მეოთხე შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 31 მარტი (13 აპრილი).
  • ღირსისა იოანე კიბისაღმწერელისა - კლემაქსისა [მოიხსენიება დიდმარხვის მე-4 კვირას]. 1(14) აპრილი.
  • ღმრთისმშობლის დაუჯდომელის გალობა, დაუჯდომელის შაბათი. [მოიხსენიება დიდმარხვის მე-5 შაბათს]. 7(20) აპრილი.
  • ღირსისა დედისა მარიამ მეგვიპტელისა (522) [მოიხსენიება დიდმარხვის მე-5 კვირას]. 8(21) აპრილი.
  • მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება [იდღესასწაულება ბზობის წინა შაბათს] ხსნილია ხიზილალითა. 14(27) აპრილი.
  • იესუ ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ბზობა - ბაიაობის კვირა. ხსნილია თევზითა და ღვინითა. 🐟🍷 15(28) აპრილი.
  • ვნების შვიდეული. დიდი ორშაბათი. 16(29) აპრილი.
  • ვნების შვიდეული. დიდი სამშაბათი. 17(30) აპრილი.
  • ვნების შვიდეული. დიდი ოთხშაბათი. 18 აპრილი (1 მაისი).
  • ვნების შვიდეული. დიდი ხუთშაბათი. საიდუმლო სერობის ხსენება. 19 აპრილი (2 მაისი).
  • ვნების შვიდეული. დიდი პარასკევი. იესუ ქრისტეს წმინდა ვნებათა 20 აპრილი (3 მაისი).
  • ვნების შვიდეული. დიდი შაბათი. 21 აპრილი (4 მაისი).
  • ბრწყინვალე აღდგომა იესუ ქრისტესი. 22 აპრილი (5 მაისი).
  • ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი. დიდუბის ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული. [აღინიშნება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს]. 23 აპრილი (6 მაისი).
  • ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი. ივერიის ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული. ხსენება 6000 დავით გარეჯელ მოწამეთა (1616). [მოიხსენიება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს]. 24 აპრილი (7 მაისი).
  • ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათი. 25 აპრილი (8 მაისი).
  • ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათი. 26 აპრილი (9 მაისი).
  • ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევი. "წყარო ცხოვრებისად" წოდებული ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული [აღინიშნება ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს]. 27 აპრილი (10 მაისი).
  • ბრწყინვალე შვიდეულის შაბათი. 28 აპრილი (11 მაისი).
  • აღდგომიდან მე-2, თომას კვირა. კვირაცხოვლობა. 29 აპრილი (12 მაისი).
  • მიცვალებულთა ხსენება. [აღინიშნება თომას კვირის შემდეგ სამშაბათს]. 1(14) მაისი.
  • აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლე დედათა კვირა. ხსენება მენელსაცხებლე დედათა: მარიამ მაგდალენელისა, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა. მართლისა იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოსისა. კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა (1213). [მოიხსენიება აღდგომიდან მე-3 - მენელსაცხებლე დედათა კვირას]. 6(19) მაისი.
  • აღდგომიდან მე-4, განრღვეულის კვირა. ხსენება მართლისა ტაბითასი (I) [მოიხსენიება განრღვეულის კვირას]. 13(26) მაისი.
  • განზოგება (გაშუალედება) მეერგასისა. (4-ე შვიდეულის ოთხშაბათს). 16(29) მაისი.
  • აღდგომიდან მე-5, სამარიტელის კვირა. 20 მაისი (2 ივნისი).
  • აღდგომიდან მე-6, ბრმის კვირა. 27 მაისი (9 ივნისი).
  • წარგზავნა აღდგომის დღესასწაულისა. (აღინიშნება აღდგომიდან 6 შვიდეულის ოთხშაბათს). 30 მაისი (12 ივნისი).
  • ამაღლება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. ხსენება ფერეიდანში (ირანი) ქრისტეს სარწმუნოებისთვის მუსულმანთაგან წამებულთა ქართველთა (XVII-XVIII) [მოიხსენიება ამაღლების დღეს]. 31 მაისი (13 ივნისი).
  • აღდგომიდან მე-7, პირველი მსოფლიო კრების 318-თა წმიდათა მამათა კვირა (325). 3(16) ივნისი.
  • ხსენება ღირსისა დოდო გარეჯელისა (506) [მოიხსენიება ამაღლების შემდგომ ოთხშაბათს]. 6(19) ივნისი.
  • ხსენება ღირსისა დავით გარეჯელისა. მამადავითობა თბილისში. [მოიხსენიება ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს]. 7(20) ივნისი.
  • ამაღლების წარგზავნა. 8(21) ივნისი.
  • მიცვალებულთა ხსენება. [აღინიშნება სულთმოფენობის წინა შაბათს]. 9(22) ივნისი.
  • სულიწმინდის გარდამოსვლა. სულთმოფენობა. ხსენება წმინდა მამათა და დედათა აჭარაში თურქთაგან წამებულთა (XV) [მოიხსენიება სულთმოფენობას]. 10(23) ივნისი.
  • სულიწმიდის დღე. სამებობა. 11(24) ივნისი.
  • მცხეთის ჯვრის დღესასწაული [აღინიშნება სულთმოფენობის შემდეგ ოთხშაბათს]. 13(26) ივნისი.
  • სულთმოფენობის დღესასწაულის წარგზავნა. 16(29) ივნისი.
  • სულთმოფენობიდან I, ყოველთა წმიდათა კვირა. პეტრე-პავლობის მარხვის აღება. 17(30) ივნისი.
  • პეტრეპავლობის მარხვის დასაწყისი. 18 ივნისი (1 ივლისი).
  • კრება ყოველთა წმიდათა ქართველთა * .ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ათონის წმინდა მთაზე განბრწყინებულთა. ყოველთა წმიდათა რუსეთის მიწაზე განბრწყინებულთა [მოიხსენიება სულთმოფენობიდან მე-2 კვირას]. 24 ივნისი (7 ივლისი).
    * დადგენილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2012 წლის 4 ივლისს.;
  • ხსენება ექვსი მსოფლიო კრების წმინდათა მამათა. 15 (28) ივლისი ან 16 ივლისი [ბერძნული ჟამნით გარდამავალია, და აღინიშნება 13 ივლისის შემდგომ კვირა. ბერძნული ჟამნითვე აღინიშნება არა ექვსი, არამედ შვიდივე მსოფლიო კრებათა ხსენება. სლავურში ეს დღე აღინიშნება 16 ივლისს, როგორც ექვსი მსოფლიო კრების ხსენება. ჩვენთან უპირატესის შეხედულებისამებრ აღესრულება მსახურება.].
  • დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. [აღინიშნება 26 ოქტომბრის (ახ. სტ. 8 ნოემბრის) წინა შაბათს]. 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი).
  • წმინდათა მართალთა მამათა - მამამთავართა კვირა. [აღინიშნება წმინდა მამათა კვირის წინა კვირას]. 16(29) დეკემბერი.
  • წმინდა მამათა კვირა. [აღინიშნება შობის წინა კვირას]. 23 დეკემბერი (5 იანვარი 2025).
  • მართლისა იოსებ დამწინდველისა; დავით მეფისა, წინასწარმეტყველისა და ფსალმუნთა მთქმელისა; იაკობისა, ხორციელად ძმისა უფლისა. [გარდამავალია აღინიშნება შობის შემდგომ კვირას]. 30 დეკემბერი (12 იანვარი 2025).
შენიშვნა: ფრჩხილებში მოცემული თვე და რიცხვი ახალი სტილის აღმნიშვნელი თარიღებია



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო