იულიუსის კალენდრით:
15 მარ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
28 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია


კითხვა-პასუხი

115
  1. ნანა ( ქუთაისიდან ) 2008-10-17 : გთხოვთ მიპასუხოთ რა არის დასაშვები და რა იკრძალება დედათა წესის დროს?
    პასუხი ნანას: გთხოვთ გაარკვიოთ სასულიერო პირთან.
  2. ana ( tbilisidanდან ) 2008-10-16 : myavs bavshvi,vawovebdi zuzus da tan vizaxdi mamao chvenos,roca 3 saati iyo,an 6 da ase shemdeg. cuds xo ar chavdiodi? codva xo ar aris?
    პასუხი anaს: არა. პირიქით, მე თუ მკითხავ ასეთ შემთხვევაში ყრმა ხოეციელ საზრდოსთან ერთად სულიერსაც მიიღებს. კარგი იქნება თუ წირვა-ლოცვასაც დაასწრებთ და აზიარებთ, და თავადაც აირჩევთ მოძღვარს და მსგავს საკითხებს მასთან გაარკვევთ.
  3. ნატო ( ქუთაისიდან ) 2008-10-12 : თუ შეიძლება ამიხსნათ რა არის ეგზარციზმი.
    პასუხი ნატოს: გიპასუხებთ ეგზარქოსზე (ბერძ. exarchos - ხელმძღვანელი, დამოუკიდებელი ხელისუფლების მქონე). იერარქი, რომელიც მართავს რეგიონალური ეკლესიის საზღვრებს გარეთ არსებულ ადმინისტრაციულ-ეთნიკურად განსხვავებულ ეკლესიას
  4. ნინო ( ნიუ-იორკიდან ) 2008-09-24 : არასდროს არ დავინტერესებულვარ, როდიდან არის ჩვენი ეკლესია ავტოკეფალური და რატომ, ეს კითხვა ჩემმა უფროსმა დამისვა და ვერ გავეცი პასუხი.
    პასუხი ნინოს: საქართველოს ეკლესია ავტოკეფალურია V საუკუნიდან. ავტოკეფალიის ქონის უფლების მიზეზი გახლავთ ის, რომ სამმა მოციქულმა იქადაგა საქართველოში. უფრო მეტიც, ორი მათგანი საქართველოშია დაკრძალული - სვიმონ კანანელი (აფხაზეთი) და მატათა (აჭარა). მოციქულთა და წმინდა მამათა დადგენილებების დარღვევით, რუსეთმა 1811 წელს სრულიად უსაფუძვლოდ გააუქმა საქართველოს ავტოკეფალია და გამოაცხადა საეგზარქოსოდ. 1917 წელს ქართველმა სამღვდელოებამ კვლავ აღადგინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 1988 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომაც სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა.
  5. ხატია ( თბილისიდან ) 2008-07-31 : მაინტერესებს რომელი საიტიდან შეიძლება გადმოვწერო კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მოძღვრის მამა გიორგის ფილმები. მადლობა წინასწარ. ძალიან კარგი საიტია, სულ შემთხვევით ვიპოვე და ძალიან მომეწონა.
    პასუხი ხატიას: სამწუხაროდ არ ვიცი რომელ საიტზეა განთავსებული ის ფილმები, რომლებსაც თქვენ ეძებთ.
  6. ნარგიზა ( ბოსტონიდან ) 2008-07-11 : არა მაქვს საშუალება ეკლესიაში სიარულისა. აქ სადაც ვარ ახლოს არაა. სხვაგან კი ვერ მივდივარ. უზომოდ მაკლია მოძღვრის რჩევა და მადლი. დიდად დამავალებთ თუ დამეხმარებით . იქნებ ელექტრონული ფოსტით დამაკავშიროთ მოძღვარს.
    პასუხი ნარგიზას: გადადით ამ გვერდზე და ამოირჩიეთ რომელიმე ეპარქიის საიტი, რომელზეც ნახავთ საკონტაქტო მონაცემებს. თუ ვერ გაერკვიეთ დამიკავშირდით
  7. დათო ( ტორონტოდან ) 2008-06-28 : თუ შეიძლება მოუნათლავი ადამიანი იყოს ნათლია?
    პასუხი დათოს: მოუნათლავი ვერანაირად ვერ იქნება ნათლია ანუ მირმქმელი. ჯერ თავად უნდა მოინათლოს და შემდეგ დაუდგეს სხვას ნათლიად.
  8. ნინო ( თბილისიდან ) 2008-06-25 : ერთი კითხვა მაქვს მე ახლა დავიწყე მარხვები მოძღვარიც ავიყვანე მარა ბევრი რამ არ ვიცი რადროს როგორ მოვიქცე იქნებ დამეხმაროდ და მითხრად სად შეიძლება სასურველი ლიტერატურის შეძენა?
    პასუხი ნინოს: საეკლესიო მაღაზიებში. თქვენს მოძღვარს დაეკითხეთ კონკრეტულად რისი შეძენა გსურთ.
  9. ნუცა ( თბილისიდან ) 2008-06-22 : მე ერთი ძალიან ცუდი რამ დამემართა. არ ვიცი რა ვქნა. ჩემი ახალგაზრდა მამაო მომწონს. თან ვერაფერს ვიძახი. მირჩიეთ რამე...
    პასუხი ნუცას: ჩემი აზრით ჯობია სხვა მოძღვარი ნახოთ, მას მოუყვეთ რაც შეგემთხვათ და რჩევაც მას კითხოთ.
  10. მამუკა ( ბათუმიდან ) 2008-06-09 : მაინტერესებს ბავშვი რამდენ წლამდეა წმინდანი.
    პასუხი მამუკას: დადგენილი ასაკი არ არსებობს. ინდივიდუალურადაა.
[1-10] [11-20] [21-30] [31-40] [41-50] [51-60] [61-70] [71-80] [81-90] [91-100] [101-110] [111-114] 





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო