იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


ღირსი მამაჲ ჩვენი გაბრიელ მცირე, მღვდელმოწამე, ნათლისცემლის უდაბნოში მოღვაწე, ლეკთაგან წამებული (802 წ.)
17 (30) მარტი
გაბრიელ მცირე

ღირსი გაბრიელ მცირე თბილისელი იყო და თავს კერვით ირჩენდა. მაღალი სულიერებითა და პატიოსნებით გამორჩეული კაცისათვის ძნელი იყო ქალაქის მშფოთვარე ცხოვრება. ერთ დღეს მან ყველაფერი დატოვა, წავიდა დავით-გარეჯში, ნათისმცმლის უდაბნოში და ბერად აღიკვეცა.

მონასტერში ღირსმა მამამ მწიგნობრულ საქმიანობას მიჰყო ხელი, მისმა სამწერლო მოღვაწეობამ სათანადო კვალი დააჩნია ქართულ სასულიერო მწერლობას. მან შეადგინა რამდენიმე ლიტურგიკულ-ზნეობრივი ხასიათის კრებული, გადმოკეთებული ცნობილ თეოლოგთა თხზულებიდან, შექმნა ორიგინალური სასულიერო თხზულებანიც, მათ შორის:

  1. მღდველმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაჲ სახისმეტყუელებითი, ვითარებად ყოველსავე მღვდელმოქმედებასა მისსა საიდუმლოებით ძალი უპყრიეს;
  2. მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის;
  3. სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარეთანი;
  4. ცხოვრება და მოღვაწეობა ღირსისა მამისა ჩვენისა სქემოსან ონოსიფორესი;
  5. მოკლე მოთხრობა პროფირისათვის.

მოუკლებელ მოღვაწეობაში, მარხვასა და ლოცვაში მყოფი ღირსი მამა ძმებისადმი საოცარი სიყვარულითა და მსახურებითაც გამოირჩეოდა, ყველას ეხმარებოდა, უვლიდა, ამხნევებდა.

ერთხელ, დიდმარხვის დღეებში, ნათლისმცემლის უდაბნოში თბილისელი მთვარდიაკონი ჩამოვიდა სამოღვაწეოდ. რამდენიმე ხანში დიაკონს ოჯახი მოენატრა, მონასტერში ვეღარ გაჩერდა და თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა. ღირსმა გაბრიელმა გამოაცილა, მაგრამ გზაში ლეკები დახვდნენ და გაბრიელი მოკლეს.

ძმებმა ნეტარი მამის წმიდა ცხედარი მონასტერში გადმოასვენეს და იქვე დაფლეს.

"წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ.




ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო