იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


ღირსი იოანე ჭიმჭიმელი (XII-XIII ს.)
10 (23) თებერვალი
იოანე ჭიმჭიმელი

ღირსი იოანე ჭიმჭიმელის შესახებ ძალიან ციტა ინფორმაცია მოგვეპოვება: ის იყო XII-XIII საუკუნეების დროინდელი დიდი საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი და ფილოსოფოსი. "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორი წერს, რომ წმიდა დემეტრე მეფის (ხს. 23 მაისს) "დიდებითა, სიმჴნითა და გუარითა ცხოვრებასა აღმოაჩენს იოვანე ფილოსოფოსისას ჭიმჭიმელისა შესხმა - მოთხრობა".

იოანემ პეტრიწონის სალიტერატურო სკოლაში მიიღოგა ნათლება. მან თარგმნა რამდენიმე ეგზეგეტიკური ხასიათის თხზულება: 1) "თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ" მიტროფანე სმირნელისა; 2) "თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ" ოლიმპიოდორე ალექსანდრიელისა; 3) "თარგმანებაჲ მარკოზის სახარებისაჲ" თეოფილაქტე ბულგარელისა; 4) მისივე "თარგმანებაჲ ლუკას სახარებისაჲ".

ღირსი იოანე ჭიმჭიმელის თხზულებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართული სასულიერო მწერლობისათვის. ღირსი იოანეს ფრესკა გამოსახულია იერუსალიმის ჯვრის მონასტერში.

XVIII საუკუნის -ის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის "მიმოსლვაში" აღწერს ჯვრის მონასტრის ფრესკებს და შარავანდედითა და გვირგვინით გამოხატულ წმიდა მამათა და მოწამეთა შორის ღირს მამას - იოანე ჭიმჭიმელსაც ასახელებს.

მოსე ჯანაშვილი "საქართველოს ეკლესიის ისტორიაში" აღწერს , რომ იოანე ჭიმჭიმელს გრემში სალიტერატურო სკოლა ჰქონდა, სადაც იგი ფილოსოფიას, ღმრთისმეტყველებას, ბერძნულ, ასურულ და არაბულ ენებს ასწავლიდა.

"ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.




ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო