იულიუსის კალენდრით:
7 აპრ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
20 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ღმრთისმშობლის დაუჯდომელის გალობას!


იოანე ხახულელი (1019 წ.)
10 (23) მარტი
იოანე ხახულელი

ღირსი იოანე ხახულელი, მეათე - მეთერთმეტე სააუკუნის მოღვაწეა, საქართველოს მეფე ბაგრატ III თანამედროვე და სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი და კალიგრაფი იყო. მას, როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელს, ოქროპირი უწოდეს.

გადმოცემის თანახმად ჩანს რომ წმინდა იოანეს ხელი ჯერ ბოლნისის ეპისკოპოსად დაასხეს ხოლო შემდეგ კი ხახულის.

დაახლოებით 1019 წელს ღირსმა იოანემ ხახულის კათედრას თავი დაანება და არსენ ნინოწმინდელთან ერთად ათონის მთას მიაშურა სამოღვაწეოდ.

ჯერ კიდევ საქართველოში შესრულებული ერთ-ერთი ხელნაწერის ანდერძში ნათქვამია: "ლოცვა ყავთ ნეტარისა ბერისა იოანე გრძელის ძისა და სულიერი შვილისა მისისა იოანე ოქროპირისათვის, რომელნი ფრიად დაშურეს შრომასა და წერასა ამის წმიდისა წიგნისა".

ათონის მთაზე ღირსი იოანე ერთგულად ამოუდგა მხარში წმიდა ექვთიმე ათონელს და გულითად მეგობრობას უწევდა მას.

"გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან" ჩანს, რომ ღირსი იოანე ხახულელი ათონზე აღესრულა.

"ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.




ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო